პასტორალი  (1975)

დამდგმელი რეჟისორი: ოთარ იოსელიანი

ჯილდოები:  1982 . ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი - "ფიპრესის" პრიზი
სიუჟეტი: თბილისელი მუსიკოსების ჯგუფი ზაფხულის გასატარებლად სოფელში ჩადის. ახალგაზრდები ისვენებენ, სეირნობენ, მეცადინეობენ, მომავალი საკონცერტო სეზონისთვის ახალ პროგრამას ამზადებენ... მათი მასპინძელი სოფლელების ცხოვრება ყოველდღიური საზრუნავით არის დატვირთული – მეურნეობის მოვლა, ახალი სახლის მშენებლობა, მეზობლებთან დავა... მასპინძლები და სტუმრები თითქოს ორი სხვადასხვა სამყაროდან არიან, თითქოს არც აინტერესებთ ერთმანეთი. ზაფხული იწურება და ისინი ისე სცილდებიან ერთმანეთს, რომ მათ შორის კავშირი, სულიერი კონტაქტი არ მყარდება,
ჟანრი: კინომოთხრობა
დამდგმელი რეჟისორი: ოთარ იოსელიანი
სცენარის ავტორები: ოთარ იოსელიანი, რევაზ ინანიშვილი, ოთარ მეხრიშვილი
დამდგმელი ოპერატორი: აბესალომ მაისურაძე
დამდგმელი მხატვარი: ვახტანგ რურუა
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ეკატერინე პოპოვა-ევანსი
მუსიკა: ფილმში გამოყენებულია ფრაგმენტები ფ. კუპერენის და იოჰან ბრამსის ნაწარმოებებიდან 
მონტაჟი: ჯულიეტა ბეზუაშვილი, გულნარა (გულიკო) ომიაძე, ცისანა ციხისელი
როლები: ნესტორ ფიფია, რევაზ ჭარხალაშვილი, ლია თოხაძე-ჯუღელი, მარინა ქარცივაძე, მაია მაცაბერიძე, ვახტანგ ერემაშვილი, თამარ გაბარაშვილი, ნუკრი დავითაშვილი, მიხეილ ნანეიშვილი, ნანა იოსელიანი, ლერი ზარდიაშვილი, ქსენია ფიფია, პავლე რუხაია, ა. წოწონავა, ჯ. აბრამოვი, ვ. ქარდავა, ზ. თოფურია, ა. კვაშილავა, ძ. ლიპარტია, ტ. კვაშილავა, ჯ. ლიპარტია, ა. გადელია, მ. გიორბელიძე, გ. ქარდავა, თ. თოდუა, ფ. ქარდავა, ვ. ლიპარტია, ს. ქარდავა, გ. ციმინტია, რ. ქარდავა
პროდუსერი: შოთა ლაფერაძე
ხანგრძლივობა:  94 წთ
ფერი:  შავ-თეთრი

 "ქართული ფილმი"

იხ.  მიშელ კურნოს ქრონიკა. ვინ საუბრობს ცენზურაზე. 1979 წლის 29 ოქტომბერი.  - ჟურნალი ”კინო. ცხელი შოკოლადი"  2006 შემოდგომა № 2