ბოროტმოქმედი (2019)

რეჟისორი: დიმიტრი მამულია

ჯილდოები: 2019. ბოსფორის კ/ფ - საერთაშორისო კონკურსის პრიზი საუკეთესო რეჟისორისთვის (დიმიტრი მამულია)

                   2019. მინსკის საერთაშორისო კ/ფ "ლისტოპადი" - პრიზი საუკეთესო სცენარისთვის, პრიზი საუკეთესო  მუსიკალური რიგისთვის

სიუჟეტი:  ფილმის გმირი, გიორგი მესხი შემთხვევით მკვლელობის მოწმე გახდება. მოკლული ცნობილი მეკარეა. გიორგი არ ჩქარობს ნანახის შესახებ პოლიციაში გაცხადებას, თუმცა მკვლელობა მას საკუთარ არსებაში რაღაც ახალს აღმოაჩენინებს და აკვიატებულ აზრად ექცევა.  

სცენარის ავტორები: არჩილ ქიქოძე, დიმიტრი მამულია

ოპერატორები: ანტონ გრომოვი, ალიშერ ჰამიდხოჯაევი

მუსიკა: ნიკა კოჩაროვი (ხმოვანი რიგი), სოფი ვილი (ვოკალი)

ხმა: პაატა გოძიაშვილი

მხატვრები: კოტე ჯაფარიძე, ნიკიტა ევგლევსკი, თემო ქართლელიშვილი, ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე

მონტაჟი: ანდრეი კლიჩნიკოვი

როლები: გიორგი პეტრიაშვილი (გიორგი მესხი), მადონა ჩაჩხიანი, ნატალია ჯუღელი, ვლადიმერ კობახიძე (პოლიციელი), გოდერძი ლიპარტელიანი (პოლიციელი), ვასილისა ზემსკოვა 

ხანგრძლივობა: 113'

ფერი: ფერადი

 

საქართველო/რუსეთი

საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, "მილიმეტრ-ფილმი" (საქართველო), საპროდუსერო ცენტრი "კინოკულტი" (რუსეთი)

 

იხ.  Денис Виленкин. Рецензия на фильм "Преступный человек"- Postcriticism . 7.09.2019

     Зинаида Пронченко.  «Преступный человек» Дмитрия Мамулии: Убийство ни о чем - Кинопоиск. 5.10.2019

     ლევან ცხოვრებაძე. ბოროტმოქმედი  კინ-O  2020/1