თემო (2012-2019)

რეჟისორი: ლაშა ცქვიტინიძე

სიუჟეტი: თემოს ვალები აქვს, როგორც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას. მან ყველაფერი დაკარგა და ახლა მეგობარმა ქალმა შეიფარა, რომელიც დედასთან ერთად პატარა ქოხში ცხოვრობს. თემო სხვადასხვა გზით ცდილობს მდგომარეობიდან გამოსვლას, მაგრამ მისი ცდები გულუბრყვილო და ფუჭია – ხან მუდმივი ენერგიის წყაროს აღმოაჩენს, ხან ბაყაყებს ამრავლებს ინტერნეტის საშუალებით გასაყიდად. სოციალური პრობლემები სულ უფრო მძიმდება და თემო იძულებული ხდება, დანაშაულის გზას დაადგეს მათ გადასაჭრელად.

სცენარი: ლაშა ცქვიტინიძე

ოპერატორი: ირაკლი მეტრეველი

მხატვრები: ნატო ბაგრატიონი, ანუკა კალანდარიშვილი

მონტაჟი: ნოდარ ნოზაძე

ხმა: ნიკა ფანიაშვილი

როლები: გიორგი ნებიერიძე, სოფო გრიგოლაშვილი, ოთო ჭკუასელი, ლუკა შეროზია, ზუკა ნაზარაშვილი

ხანგრძლივობა: 30' 

ფერი: ფერადი 

პროდუსერი: ნოდარ ნოზაძე

  Pansionati   Soilfilm და Millimeter Studio-სთან თანამშრომლობით