ბანაკი მთაში (1930)

რეჟისორი: ალექსანდრე თაყაიშვილი

ჟანრი: საბავშვო

სიუჟეტი: საქართველოს ერთ-ერთ მთიან სოფელში პიონერთა რაზმი დაბანაკდა. პიონერები გაზეთ „პრავდის“ მოწოდების თანახმად სამკურნალო მცენარეებს აგროვებენ. ამ საქმისაგან განზე მხოლოდ ტყის დარაჯის ვაჟი, პატარა ლეო დგას. ერთხელ, შემთხვევით ლეო ცეცხლს გაუჩენს გასაგზავნად გამზადებულ ბალახს. პიონერები და კოლმეურნეები დიდი გაჭირვებით აქრობენ ხანძარს. მაგრამ პიონერთა ბანაკის ხელმძღვანელობა არ სჯის ლეოს. მათი აზრით, ის უნდა გარდაიქმნას, ამიტომ ლეოს პიონერთა რაზმში ჩარიცხავენ.

სცენარის ავტორი: აკაკი ბელიაშვილი

ოპერატორი: ფერდინანდ  გეგელე

მხატვარი: მიხეილ გოცირიძე

როლები: ი.კუხალეიშვილი (ტყის მცველი), ვ.გამრეკელი (მისი მეუღლე), ი.დემეტრაშვილი (ლეო), მ.ჩიქოვანი (პიონერთხელმძღვანელი), ო.ერშოვა (მძღოლის თანაშემწე), დ.დიდებულიძე (საბჭოს თავჯდომარე)

ხანგრძლივობა: 73'

ხმა: უხმო

ფერი: შავ-თეთრი

„სახკინმრეწვი“