მამობილი (1930)
Очень просто
რეჟისორი: გრიგოლ ლომიძე
ჟანრი: მელოდრამა
სიუჟეტი: სერგო და მისი მეუღლე მარო მზრუნველობას არ აკლებენ უპატრონო ბავშვთა სახლიდან გამოყვანილ ალიოშას. ოჯახის მყუდროებას არღვევს ძველი მეგობრის, სანდროს ჩამოსვლა. როგორც ირკვევა, ალიოშა მაროსა და სანდროს შვილი ყოფილა. იგებს თუ არა ამ ამბავს, სერგო სახლიდან მიდის და თან მიჰყავს ალიოშაც. მარო მწვავედ განიცდის დანაშაულს. პიონერთა რაზმის შეკრებაზე ალიოშა ბავშვებს თავისი ოჯახის დრამას უამბობს. პიონერები შეარიგებენ ალიოშას მშობლებს.
სცენარის ავტორები: გიორგი მდივანი, ვიქტორ შკლოვსკი
ოპერატორი: ა.კაზანსკი
მხატვარი: ვალერიან სიდამონ-ერისთავი
როლები: დ.ბაქრაძე (სერგო, მუშა), მ.ძონატი (მარო), დ.ვარძიელი (ალიოშა), პ.დაგუნო (მიშიკო, შოფერი), ა.ლორთქიფანიძე (სანდრო)
ხანგრძლივობა: 6ნ.
ხმა: უხმო
ფერი: შავ-თეთრი
„სახკინმრეწვი“