ფრთოსანი მღებავი (1936)

რეჟისორი: ლეო ესაკია

ჟანრი: კომედია

სიუჟეტი: მრავალსართულიანი სახლის შეკეთებაზე მუშაობენ მეგობრები - ლექსო და ნოდარი. ისინი მთელი  დღე სახურავიდან ჩამოკიდებულ საკიდელში ატარებენ.  ასე გაიცნობენ ამ სახლში მცხოვრებ ქალიშვილს და ორივე ცდილობს მას თავი მოაწონოს. მათი ორგანიზაცია საფრენოსნო კურსების საგზურს იღებს და ლექსო, მეტოქის ჩამოშორების მიზნით, ნოდარს უწევს რეკომენდაციას.  მაგრამ აეროკლუბში ნოდარი სწორედ იმ ქალიშვილის შეხვდება, ნინას, რომელიც საფრენოსნო საქმის ინსტრუქტორია. ნოდარი გატაცებით სწავლობს და მალე მფრინავი ხდება. პარლელურად ლექსო ყოველნაირად ცდილობს დააინტერესოს ქალიშვილი და თავს სწორუპოვარ მფრინავად ასაღებს. შემთხვევით მას მართლაც მოუწევს გამოგონილის დამტკიცება. ის ავიაკატასტროფის თავიდან ასაცილებლად თვითმფრინავით ადის ჰაერში და თოკით ეშვება დაზიანებულ თვითმფრინავში მგზავრის გადასარჩენად. ამის შემდეგ ლექსოც გადაწყვეტს მფრინავი გახდეს.

სცენარის ავტორები: გიორგი მდივანი, ლეო ესაკია

ოპერატორი: დავით კანდელაკი

მხატვარი: სერაპიონ ვაწაძე

კოსტუმების ესკიზები: პეტრე ოცხელი

კომპოზიტორი: გრიგოლ კილაძე 

ხმა: ვ.კოტოვი, დავით ლომიძე

სიმღერის ტექსტის ავტორი იოსებ გრიშაშვილი

როლები: ტაისია სავა (ნინა), აკაკი (კაკო) კვანტალიანი (ლექსო), შოთა ნოზაძე (ნოდარი), ლ.თოთაძე (ქორიძე, აეროკლუბის უფროსი)

ხანგრძლივობა: 85'

ფერი: შავ-თეთრი

1938 წელს ფილმი დუბლირებულია ქართულ ენაზე (რეჟ. დ.ანთაძე)

 

"სახკინმრეწვი"