გლახის ნაამბობი (1961)

რეჟისორი: ლეო ესაკია

ჟანრი: დრამა

სიუჟეტი: ბატონი და ყმა - დათიკო და გაბრო პატარაობიდანვე ერთად იზრდებიან. გაბრო დათიკოს ქალაქშიც მიჰყვება. მამის სიკვდილის შემდეგ დათიკო სოფელში ბრუნდება და გაბროც -  მასთან ერთად. გაბრო გლეხის გოგოს, თამროს  ცოლად შერთვას აპირებს, მაგრამ დათიკოს სურს "პირველი ღამის" უფლებით ისარგებლოს.  თხოვნა არ ჭრის და ბატონზე ხანჯლით გაწევისთვის გაბროს და თამროს მამას აპატიმრებენ. ნამუსახდილი თამრო სოფლიდან მიდის და საროსკიპოში ხვდება.  სინდისის ქეჯნით შეპყრობილი დათიკო ბადრაგს თავს ესხმის და საციმბიროდ გამზადებულ პატიმრებს ათავისუფლებს. კარგა ხნის შემდეგ გაბრო გზად გადაყრილ დათიკოზე შურს იძიებს საყვარელი ადამიანების გაუბედურებისთვის. მის ცხოვრებას აზრი დაკარგული აქვს, ის მაწანწალად იქცევა და გზის პირას კვდება უპატრონოდ. 

სცენარის ავტორები:  ვლადიმერ კარსანიძე, ლეო ესაკია ილია ჭავჭავაძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით

ოპერატორი: შოთა კილაძე

მხატვარი: რევაზ მირზაშვილი

კომპოზიტორი: რევაზ ლაღიძე

ხმა: დავით ლომიძე

როლებში: გოჩა აბაშიძე (გაბრო), ოთარ ხატიაშვილი (დათიკო), ალექსანდრე ომიაძე (პეპია), მედეა ჩახავა (თამრო), გრიგოლ კოსტავა (გიტო), აკაკი კვანტალიანი (შაშო), ალექსანდრე გომელაური (ილია ჭავჭავაძე), ენრიკო ღაღანიძე (იაკობი), სოსო ლაღიძე (სანდრო), ზაზა გაჩეჩილაძე (პატარა გაბრო), დათო დანელია (პატარა დათიკო), გივი თოხაძე, ირაკლი ქოქრაშვილი, ნოდარ მგალობლიშვილი

ხანგრძლივობა: 90'

ფერი: შავ-თეთრი

კინოსტუდია "ქართული ფილმი"