ბურთი და მოედანი (1961)

რეჟისორი: გუგული (ყარამან)  მგელაძე

ჟანრი: კომედია

სიუჟეტი: ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი, ერთ-ერთი რაიონული დაწესებულების ბუღალტერი კუჭკუჭი სამსახურს მიატოვებს და ფეხბურთის მატჩზე დასასწრებად ქალაქში მიდის. სხვადასხვა კურიოზული შემთხვევის შედეგად ის მაინც ვერ ახერხებს მატჩზე დასწრებას. სამსახურში დაბრუნებულს კი ამხანაგურ სასამართლოს უწყობენ.

სცენარის ავტორები: სულიკო ჟღენტი, გუგული მგელაძე ელგუჯა ბერძენიშვილის მოთხრობის "გულშემატკივარი" მოტივებზე

ოპერატორი: ფელიქს ვისოცკი

მხატვარი: რომან მახარაძე 

კომპოზიტორი: ფელიქს ღლონტი

ხმა: დავით ლომიძე

როლებში: იპოლიტე ხვიჩია (კუჭკუჭი), ვახტანგ ნინუა (გერონტი), გიგოლა (გრიგოლ) თალაკვაძე (ზოსიმე), დოდო აბაშიძე (გედეონი), ოთარ ზაუტაშვილი (გიორგი), ირაკლი ნიჟარაძე (სამსონი), ნინო ჩხეიძე, ირაკლი ქოქრაშვილი, ჰენრიეტა ლეჟავა, თამარ ცხვედიანი, დავით ქობულოვი, ეკატერინე ვერულაშვილი

ხანგრძლივობა: 27'

ფერი: ფერადი

 

კინოსტუდია "ქართული ფილმი"