ხევისბერი გოჩა (1964)

რეჟისორი: ნიკოლოზ სანიშვილი

    

ჟანრი: დრამა

სიუჟეტი: გუგუა თავის ქორწილში ხელისმომკიდედ ძმადნაფიც ონისეს აირჩევს, მაგრამ ონისეს და პატარძალს, ძიძიას ერთმანეთი დანახვისთანავე შეუყვარდებათ. ხევი დამპყრობელი ფეოდალის, ნუგზარ ერისთავის წინააღმდეგ საბრძოლველად ემზადება. ონისეს დავალებული აქვს მოძმეებს მტრის გამოჩენა ამცნოს, მაგრამ ძიძიასთან ალერსი გაიტაცებს და მტრის შემოსევას ვერ შენიშნავს. ბრძოლის დამთავრების შემდეგ, ხალხი მოღალატის დასჯას მოითხოვს. გუგუა ოჯახის შერცხვენის გამხელას, სიკვდილს არჩევს, ონისე მზად არის დანაშაულისთვის პასუხი აგოს. შვილის უპასუხისმგებლობით გამწარებული ხევისბერი გოჩა ონისეს ხანჯლით განგმირავს. თავსდამტყდარი უბედურება ხევისბერს ჭკუიდან შეშლის.

სცენარის ავტორები: ნიკოლოზ სანიშვილი, არჩილ სულაკაური ალექსანდრე ყაზბეგის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით

ოპერატორი: ფელიქს ვისოცკი

მხატვარი: რევაზ მირზაშვილი.

კომპოზიტორი: რევაზ ლაღიძე

ხმა: ვლადიმერ დოლიძე

როლებში: სპარტაკ ბაღაშვილი (ხევისბერი), ლეილა აბაშიძე (ძიძია), თენგიზ არჩვაძე (გუგუა), მიხეილ ჩუბინიძე (ნუგზარ ერისთავი), ნუგზარ შარია (ონისე), იაკობ ტრიპოლსკი (თორღვაი), ცაცა ამირეჯიბი (ძიძიას დედა), ალექსანდრე ომიაძე, შოთა სხირტლაძე (დათო)

ხანგრძლივობა: 90'

კინოსტუდია "ქართული ფილმი"