მიქელა (1965)

ალმანახი „წარსულის ფურცლები“.

რეჟისორი: ელდარ შენგელაია

სცენარის ავტორი: ელდარ შენგელაია  დავით კლდიაშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით. 

სიუჟეტი: მიქელას მრავალრიცხოვან ოჯახს უკურნებელი სენი დაერევა. სიკვდილს მხოლოდ რძალი და ორი შვილიშვილი გადაურჩება. გვარის ამოწყვეტის შიშით შეპყრობილი მიქელა ბოროტი სულების განსადევნად სახლს ადგილს შეუცვლის და უმცროს შვილიშვილს სხვა სოფელში გახიზნავს. უფროსს, სპიდონას კი, რომელიც ყველას უამბობს: „უფალმა საიქიოდან მომაბრუნა და ერთი წლის შემდეგ უკან წამიყვანს“, ფაცხაში დააბინავებს. ღამე ქარიშხალი ამოვარდება. მიქელას სწამს, რომ ბავშვს ღვთის დანიშნულ დროზე ადრე არაფერი მოუვა და უყურადღებოდ მიატოვებს. მოვარდნილი ნიაღვარი სპიდონას დაახრჩობს.

ოპერატორი: ალექსანდრე რეხვიაშვილი

მხატვარი: ქრისტესია ლებანიძე

კომპოზიტორი: ირაკლი გეჯაძე

ხმა: ოთარ გეგეჭკორი

როლებში: გრიგოლ ტყაბლაძე (მიქელა), ზინაიდა კვერენჩხილაძე (მაია), მიხეილ ხვიტია (სპიდონა), მანანა მანაგაძე (ეკა), ვარლამ წულაძე (ალექსი), კაპიტონ აბესაძე (მღვდელი)

ხანგრძლივობა: 48'

ფერი: შავ-თეთრი

კინოსტუდია "ქართული ფილმი"