შეხვედრა მთაში (1966)

რეჟისორი: ნიკოლოზ სანიშვილი

  

   

ჟანრი: მუსიკალური კომედია

სიუჟეტი: ხევსურეთში ფილმს იღებენ. მთიელთა ჩვევებს უკეთ რომ ეზიაროს, მთავარი როლის შემსრულებელი, ესტრადის პოპულარული მომღერალი, ლალი მინდელი სოფელში ხევსურულად გადაცმული, ცხენზე ამხედრებული დადის. იგი შემთხვევით ინჟინერ ვახტანგს შეეჩეხება და თავს ხევსურ მზევინარად გააცნობს. როლში შესული, ვახტანგს დაარწმუნებს, რომ ლალი მინდელი მისი ტყუპი დაა... მზევინარით მოხიბლული ვახტანგი მზად არის მისი გულისთვის ხევსურეთში გადასახლდეს. ლალი მიხვდება, რომ ორმაგ თამაშში სახიფათოდ შესტოპა, მას თავის კონცერტზე დაპატიჟებს და სცენაზე მზევინარად გადაცმული გამოვა.  

სცენარის ავტორები: პეტრე გრუზინსკი, ნიკოლოზ სანიშვილი

ოპერატორი: ფელიქს ვისოცკი

მხატვარი: ლეონიდ მამალაძე

კომპოზიტორი: ბიძინა კვერნაძე

ხმა: ოთარ გეგეჭკორი

როლებში: ლეილა აბაშიძე (მზევინარი და ლალი მინდელი), თენგიზ არჩვაძე (ვახტანგი), ლალი მესხი (ნათელა), ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე (გია), კოტე დაუშვილი (ზვიადი), იპოლიტე ხვიჩია (მერაბი), ნუნუ მაჭავარიანი, ელენე ყიფშიძე, ა.მამრიკაშვილი

ხანგრძლივობა: 77'

ფერი: ფერადი

ფართო ეკრანი და სტერეოფონული ვარიანტი

კინოსტუდია "ქართული ფილმი"