სინათლე ჩვენს ფანჯრებში (1969)

რეჟისორი: გუგული (ყარამან) მგელაძე

  

ჟანრი: მელოდრამა

სიუჟეტი: ენგურჰესის მშენებლობაზე ახალგაზრდებს ბრიგადირად ომის ვეტერანი ალექსანდრე დაუნიშნეს. ისინი საერთო საცხოვრებელშიც ერთად არიან. ალექსანდრეს გამოცდილება, შრომისმოყვარეობა, წესიერება და ადამიანურობა სკოლის მერხიდან პირდაპირ მშენებლობაზე მისული ბიჭებისთვის სამაგალითო გახდება. მძიმე სიტუაციაში ჩავარდნილი ახალგაზრდები, მშენებლობის მიტოვებასაც დააპირებენ, მაგრამ ალექსანდრე ახალგაზრდებს ამხნევებს და ისევ აგრძელებენ დაწყებულ საქმეს.

სცენარის ავტორი: სულიკო ჟღენტი

ოპერატორი: გივი რაჭველიშვილი

მხატვარი: გივი გიგაური

კომპოზიტორი: ნუგზარ ვაწაძე

ხმა: თენგიზ ნანობაშვილი

მონტაჟი: ოფელია გევორქიანი

როლებში: დოდო აბაშიძე (ალექსანდრე), გრიგოლ წიტაიშვილი (გერასიმე), ლეილა ყიფიანი (მარინე), ლალი მესხი (ლია), რუსუდან კიკნაძე (ტატა), თამაზ თოლორაია (ბიძინა), თეიმურაზ წიკლაური (ნოდარი-ბელაფონტე), ნანული პირველი (გალინა), ლიანა ასათიანი (ბიძინას დედა), ილია ბაკაკური (ილო), თამარ თვალიაშვილი (ალექსანდრეს დედა), მალხაზ ჭეიშვილი (მალხაზი), გია ნარიმანიძე (ჯაბა), მალხაზ გორგილაძე, მ.დაშნიანი, ი.ჭავჭავაძე, ბ.თოფურიძე, გ.გაბაშვილი

ხანგრძლივობა: 84'

ფერი: შავ-თეთრი

კინოსტუდია  „ქართული ფილმი“