წყალდიდობა (1970)

Старые мальницы (Ru)

რეჟისორი: თენგიზ გოშაძე

სიუჟეტი: 1920-იანი წლების საქართველო. პატიოსანი, გულისხმიერი, მაგრამ გულუბრყვილო მეთევზე ლადო ყველა გაჭირვებულის ქომაგია. მისი სიკეთით სარგებლობს ყველა, პირველ რიგში მეწისქვილე სტეფანე, ხარბი და გაუმაძღარი ადამიანი. მისი ჟინის მსხვერპლი ხდედბა ლადოს მეუღლე იულიაც. მაგრამ დროება იცვლება. სტეფანესნაირ ადამიანებს მომავალი არ აქვთ. ფინალში ადიდებულ მტკვარს მიაქვს მისი წისქვილი, როგორც ძველი ცხოვრების სიმბოლო.

სცენარის ავტორები: არჩილ სულაკაური, თენგიზ გოშაძე

ოპერატორი: ნიკოლოზ სუხიშვილი

მხატვარი: ქრისტესია ლებანიძე

კომპოზიტორი: არჩილ კერესელიძე

ხმა: რაფიელ კეზელი

მონტაჟი: ნელი დევნოზაშვილი

როლებში: კოტე თოლორაია (ლადო), ლია კაპანაძე (იულია), ედიშერ მაღალაშვილი (სტეფანე), მარინე თბილელი (მაკო), რამაზ ჩხიკვაძე (ანტონი), გოგი გეგეჭკორი (ფრენჩიანი კაცი), ლეილა ყიფიანი (ტასო), სპარტაკ ბაღაშვილი, გ. გოცირელი, ირაკლი ქოქრაშვილი, ილია ბაკაკური, იაკობ ტრიპოლსკი, მალხაზ ბებურიშვილი, კარლო სულაკაური

ხანგრძლივობა: 70'

ფერი: შავ-თეთრი

კინოსტუდია "ქართული ფილმი"