გათენების წინ (1971)

რეჟისორი: გუგული მგელაძე

   

სიუჟეტი: ჯანყებული გლეხების რაზმი ჯანყდება მენშევიკური მთავრობის წინააღმდეგ. მათ ფარნაოზ მორჩაძე ხელმძღვანელობს. მათი აჯანყება მარცხდება.  აჯანყებულები ტყეს აფარებენ თავს. საბოლოოდ ფარნაოზს მუხანათურად კლავენ. ქალაქში წითელი არმიის ნაწილები შემოდიან. ქუჩაში თანამებრძოლები მიასვენებენ ფარნაოზს, რომელიც გამარჯვებას ვერ მოესწრო.

სცენარის ავტორი: რეზო ჭეიშვილი

ოპერატორი: ფელიქს ვისოცკი

მხატვარი: დავით ლურსმანაშვილი

კოსტუმების მხატვარი: ნიკოლოზ ზანდუკელი

კომპოზიტორი: ნუგზარ ვაწაძე

ხმა: თენგიზ ნანობაშვილი

მონტაჟი: ჯულიეტა ბეზუაშვილი

როლებში: გურამ ფირცხალავა (ფარნაოზი), თენგიზ არჩვაძე (მურზაყანი), გ. ნარიმანიძე (ბოჩია), მანანა ცხოვრებოვა (სალომე), ლეო ფილფანი (ეზეკია), კარლო საკანდელიძე (რაჟდენი), იპოლიტე ხვიჩია (კოლია),  ზინაიდა კვერენჩხილაძე (ფარნაოზის დედა), გ. გოცირელი ავალო), გია ბადრიძე (სულაბერიძე), გიგოლა თალაკვაძე (ფილიპე), სპარტაკ ბაღაშვილი (თავადი), იოსებ ზოიძე (ოფიცერი), ნოდარ მარგველაშვილი, ბორის წიფურია, აბესალომ ლორია, სოსო (იოსებ) გოგიჩაიშვილი, შალვა გედევანიშვილი, თამარ სხირტლაძე, ზურაბ ქაფიანიძე, ვასილ ჩხაიძე, თამაზ დანელია, არჩილ მაჩაბელი,  ქეთევან მგელაძე, ნოდარ სოხაძე, ჟანი მიქაძე, ლ. ბარათაშვილი, თ. ჩაჩავა

ხანგრძლივობა: 75'

ფერი: ფერადი

კინოსტუდია "ქართული ფილმი"