პეპლების იძულებითი მიგრაცია (2022)

რეჟისორი: ნანა ჯორჯაძე

ჟანრი: კომედიური დრამა

სიუჟეტი: კოსტა, ნინა, მიშა, ზურა, მურა და ნატა  ახალგაზრდობის მეგობრები არიან. ნიჭით დაჯილდოებულები ახალგაზრდები იმედებით არიან აღსავსე, მაგრამ აფხაზეთის ომი, მისი შემდგომი წლები ხელოვანთა და ხელოვნების განვითარებისთვის რთული გამოდგა. დღეს ისინი, როგორც წესი, კოსტას ბინაში იკრიბებიან და ცდილობენ არ გაიქცნენ ემიგრაციაში, შეძლონ საკუთარ ქვეყანაში ცხოვრება. 

სცენარის ავტორები: ნანა ჯორჯაძე, თამარ ბართაია

ოპერატორი: მიხეილ კვირიკაძე

მხატვარი: გიორგი მასხარაშვილი

მონტაჟი: ნანა ჯორჯაძე, გიორგი ბართაია

კომპოზიტორი: დათო ევგენიძე

ხმა: ივანე გვარაძე, ვალერი სარქისოვი

პროდუსერი: ჟანა სარდლიშვილი

როლებში: რატი ერაძე (კოსტა), თაკო (თამარ) ტაბატაძე (ნინა), ნათია ნიკოლაიშვილი, ანა ქურთუბაძე, თამარ ბზიავა, გიორგი ცაგარელი, ბუბა ჯორჯაძე, თამარ სხირტლაძე, მარინა ჯანაშია, დარეჯან ხარშილაძე

ხანგრძლივობა: 90'

ფერი: ფერადი