გულისხმა (2023)

რეჟისორი: ლევან ჭყონია

სიუჟეტი: შეყვარებული წყვილი განმარტოებისთვის ტყეში სალაშქროდ მიემგზავრება. დაბანაკების პირველივე საღამოს, კოცონთან გოგონა ბიჭს გაანდობს, რომ ორსულადაა. ბიჭი მოულოდნელი ამბით აღელვებულია. მეორე დილით  გოგონა უკვალოდ ქრება. ბიჭი მის საძებნელად უღრანი ტყის სიღრმეში მიემართება.

სცენარისტი: ლევან ჭყონია

ოპერატორი: იგნაცი სიშევსკი

მხატვრები: ელენე ჯაფარიძე, ცოტნე ნაროზაული, კესანე ბაბუნაშვილი, ნანა გაბელაია

ხმა: თემო აბულაძე

მონტაჟი: ლევან ჭყონია, გიგი ჯაფარიძე

როლებში: ბუკა თოლორდავა, ნინა ერაძე

ხანგრძლივობა: 20'

ფერი: ფერადი