უდიპლომო სასიძო (1961)

რეჟისორი:  ლევან ხოტივარი

სიუჟეტი:  ბიჭიკოს სწავლა არ აინტერესებს და თავისი შეყვარებული ნანი ქვეყანას ურჩევნია. ნანის მამას, ვარდენს უდიპლომო სასიძოს სახელის გაგონებაც არ სურს, ქალიშვილისთვის შესაფერის საქმროდ აგრონომი ნიკოლოზი ეგულება. ბიჭიკო ნანის მოტაცებას გადაწყვეტს, მაგრამ შემთხვევით ხელში მამამისი შერჩება. საქმე ბიჭიკოს სასარგებლოდ აეწყობა, რადგან  გაუგებრობაში  მოხვედრილი ვარდენის ერთადერთი მფარველი სწორედ ის აღმოჩნდება. ვარდენი მიხვდება, რომ ბიჭიკო გულისხმიერი ადამიანია და სასიძოდ აღარ დაიწუნებს.
სცენარისტები: რევაზ ებრალიძე, ოთარ რაზმაძე, ლევან ხოტივარი
ოპერატორი: ლევ სუხოვი
მხატვრები: ოთარ ლითანიშვილი, ლერი კენჭოშვილი
კომპოზიტორი: ბიძინა კვერნაძე
ხმა: რეფიელ კეზელი
მონტაჟი: ვასილ დოლენკო
როლები: კონსტანტინე (კოტე) მგალობლიშვილი (ბიჭიკო), ბელა მირიანაშვილი (ნანი), აკაკი კვანტალიანი (ვარდენი), დუდუხანა  წეროძე (კესარია), ვახტანგ ნინუა (ნიკოლოზი), თენგიზ მაისურაძე (ზურაბი), დოდო აბაშიძე (დოდო), ზანდა იოსელიანი (ქეთევანი), აკაკი ვასაძე  (პარმენი), რევაზ ხობუა (მძღოლი), ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი, ჰენრიეტა ლეჟავა, ქართლოს კასრაძე, ალექსანდრე კვალიაშვილი
ხანგრძლივობა: 89 წთ
ფერი: ფერადი

”ქართული ფილმი”