ჭირვეული მეზობლები (1945)

რეჟისორი: შოთა მანაგაძე

ჟანრი: კომედია

სიუჟეტი: კოლმეურნეობის ბრიგადირები გრამიტონი და ამირანი ძველი მეგობრები არიან. ამჟამად ისინი შეჯიბრებაში არიან ჩართული, ვინ მეტ დახმარებას გაუწევს სამამულო ომის პერიოდში ფრონტს. მეზობლებს შორის გაუგებრობის ნიადაგზე უთანხმოება ჩამოვარდება, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი კარგად მთავრდება.

სცენარისტი: გიორგი მდივანი

ოპერატორი: იური რიშკოვი

მხატვარი: სერაპიონ ვაწაძე

კომპოზიტორი: დავით თორაძე

ხმა: რაფიელ კეზელი 

მონტაჟი: ვასილ  დოლენკო

როლები: ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი (ამირანი), შალვა ღამბაშიძე (გრამიტონი), ცეცილია წუწუნავა (პეპელა - ამირანის ცოლი), სესილია თაყაიშვილი (მანანა - გრამიტონის ცოლი), ლიანა ასათიანი (ციალა), ამირან ტყებუჩავა (თენგიზი), დუდუხანა წეროძე (ფოსტალიონი), შალვა ჯაფარიძე (მამასახლისი), აკაკი ხორავა (ქარხნის დირექტორი), ჩიტოლია ჩხეიძე (კოლმეურნეობის თავმჯდომარე), კირა ანდრონიკაშვილი, ნუნუ მაჭავარიანი

ხანგრძლივობა: 70'

თბილისის კინოსტუდია