ირინე ჟორდანია 

სცენარისტი, რეჟისორი

დაიბადა 1974 წელს თბილისში. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, შემდეგ – თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის უმაღლესი კინოსარეჟისორო კურსები, რეზო ესაძის სახელოსნო. 

2002 წელს სტაჟირება გაიარა რუსეთის კინემატოგრაფიის ინსტიტუტში (მარლენ ხუციევის სახელოსნო) მუშაობს, როგორც ჟურნალისტი, რედაქტორი, სცენარისტი. „მარქსის ქუჩა 12“ მისი პირველი დამოუკიდებელი კინოპროექტია.

ფილმოგრაფია

მარქსის ქუჩა, 12  (2019) - სცენარისტი, რეჟისორი