გიორგი ნაკაშიძე

მსახიობი

დ. 23.07.1971, თბილისი

      1992 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი. 1992 წლიდან მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობია. თამაშობდა ასევე შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის სცენაზე. თეატრში ნათამაშები როლები:   რუსთაველის თეატრი : გელა - ლაშა თაბუკაშვილის „მერე რა, რომ სველია, სველი იასამანი?!“  (რეჟ. რობერტ სტურუა), თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი:    პეტია ტროფიმოვი - ანტონ ჩეხოვის „ალუბლის ბაღი“ (რეჟ. გიორგი (გოგი) მარგველაშვილი),  ესტრაგონი - სემუელ ბეკეტის „გოდოს მოლოდინში“ (რეჟ. გიორგი აფხაზავა), დრუნჩა - უილიამ შექსპირის  „ზაფხულის ღამის სიზმარი“ (რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი), მწერალი -  რიონესკუ აკუტაგავას  „ცხოვრება იდიოტისა“ (რეჟ. დავით დოიაშვლი)  და სხვა

 

ფილმოგრაფია

 სტუმრები (1991) - მსახიობი

 ზღვარზე (1993) - მსახიობი

 ატუ-ალაბა (1995) - მსახიობი

 ვერნისაჟი (1995) - მსახიობი

 ოცნებების სასაფლაო (1997) - მსახიობი

 სამოთხე ჩვენი ქალაქის ქუჩებში (2000)  - მსახიობი

 ჭერი, ანუ დაუმთავრებელი ფილმის მასალა (2003) - მსახიობი

 მტვრის გემო (ტელესერიალი, ტ/კ „იმედი“, 2004) - მსახიობი (ზაზას მამა)

 გრაფიტი (2006) - მსახიობი

 რევერსი (2006) -  მსახიობი  (გიორგი)

 ქაღალდის ტყვია (ტელესერიალი, „რუსთავი2“, 2007) - მსახიობი (ჩიჩო)

 მედიატორი (2008) - მსახიობი (დეტექტივი)

 თბილისური Love Story (2009) - მსახიობი (ლადო)

 ჯაყოს ხიზნები (2009) - მსახიობი (ჯაყო)

 მესაათე (2010) - მსახიობი

ჩემი საბნის ნაკეცი (2012) - მსახიობი (მერაბი)

მანდარინები (2013) - მსახიობი (აჰმედი)

გაყინული შადრევნების წელიწადი (2015) - მსახიობი 

ჩაისუნთქე-ამოისუნთქე (2019) - მსახიობი (ირაკლი)