ბერტა ხაფავა

მსახიობი

დ.15.05.1941, თბილისი 

 1979 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

1966 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი .

1960 წლიდან   მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში სცენის თანამშრომლად; 1966 წლიდან იყო გორის თეატრის მსახიობი; 1969 წელს გადმოვიდა თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში.  მოზარდ მაყურებელთა თეატრში განსახიერებული როლებია: რუსიკო - ოთარ ბაღათურია "მეფე ლირი თავშესაფარში" რეჟ.ოთარ ბაღათურია;  კაკანო – ნოდარ დუმბაძე, გიგა ლორთქიფანიძე "მე ვხედავ მზეს" რეჟ.დიმიტრი ხვთისიაშვილი; ბებია – მიშელ ფერმო "კარებს აჯახუნებენ" რეჟ.მაია ჩართოლანი;  მართა – ნოდარ დუმბაძე "კუკარაჩა" რეჟ.შალვა გაწერელია, აღადგინა ოთარ ბაღათურიამ; ქალი ძაღლით – ამადეუს ჰოფმანი "პატარძლის ამორჩევა" რეჟ.მედეა კუჭუხიძე; მერი პოპინსი – პამელა ტრავერსი "მერი პოპინსი" რეჟ.ნანა ხატისკაცი; ყაჩაღების წინამძღოლი – ევგენი შვარცი "თოვლის დედოფალი" რეჟ.მ.არეშიძე; ჩხიკვი – ედმონ როსტანი "შანტეკლერი" რეჟ.ქეთევან ხარშილაძე; რძალი – ვაჟა–ფშაველა "სათაგური"; ბებია – მეტერლინკი "საშობაო ზღაპარი"; კაწაწა – "ნატვრის თვალი"; ბებია – რაფიელ მამულაშვილი "ძია ელიოზი" რეჟ.შალვა გაწერელია; ორშაბათი – "ფიფქია და შვიდი ჯუჯა" რეჟ.თენგიზ მაღალაშვილი; ასიანინი – ბორის ვასილევი "განთიადი აქ წყნარი იცის" რეჟ.ალეკო ნინუა; მელია ალისია – ალექსეი ტოლსტოი "ბურატინოს თავგადასავალი" რეჟ.ანდრო ენუქიძე; კატა – ევგენი შვარცი "წითელქუდა" რეჟ.შალვა გაწერელია; ნერინა – მოლიერი "სკაპენის ოინები" რეჟ.თენგიზ მაღალაშვილი; ილა – ვლადიმერ იაქაშვილი "ციხისხევის საიდუმლოება" რეჟ.თენგიზ მაღალაშვილი;  ბარბარე – ლეო ქიაჩელი "ტარიელ გოლუა" რეჟ.თენგიზ მაღალაშვილი; კოწიწა – ქეთევან ჭილაშვილი "აცა–ბაცა" რეჟ.შალვა გაწერელია;  ანა დამრიგებელი – თენგიზ მაღალაშვილი "სადა ხარ სოფიკო?" რეჟ.თენგიზ მაღალაშვილი; სიდედრი – დავით კლდიაშვილი "ქამუშაძის გაჭირვება" რეჟ.შალვა გაწერელია; მარი სუპო, ანრის დედა – ბერტოლდ ბრეხტი "სიმონა მაშარის სიზმრები" რეჟ.შალვა გაწერელია; ბებია – ნოდარ დუმბაძე "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" რეჟ.გიგა ლორთქიფანიძე; ეკა – დავით კლდიაშვილი "ირინეს ბედნიერება" რეჟ.შალვა გაწერელია.

ფილმოგრაფია

ნატვრის ხე (1976)  - მსახიობი (ჭორიკანა ქალი)

სამანიშვილის დედინაცვალი (1977) - მსახიობი (მელანო  )

რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზ (1978) - მსახიობი (გიჟი ქალი)

ზღარბი (1979) -  მსახიობი (ლიას დედა)

ორმო (1979) - მსახიობი (კირილეს ცოლი)

სიყვარული ყველას უნდა  (1980) - მსახიობი  (ანიკო )

დები წყვდიადში (1981) - მსახიობი  (მოსამსახურე)

მე მოვედი (1981) -- მსახიობი (ნორა)

ცხელი ზაფხულის სამი დღე (1981) - მსახიობი (მემონტაჟე ქალი)

გზის დასაწყისი (1982) - მსახიობი

ქართლოსიანთა საკურთხეველი (1982) - მსახიობი  (მკითხავი)

არაჩვეულებრივი რეისი  (1983) - მსახიობი (ქვრივი ქალი)

მენახირე (1984) - მსახიობი (მენახირის ცოლი)

ქართველები ცაში (1984) - მსახიობი (მანანას დედამთილი)

ზოგი ჭირი მარგებელია   (1984) - მსახიობი (მართა)

ღამის ილუზია (1985) - მსახიობი (დედა)

შუაკაცი (1985) - მსახიობი (ძია მიტოს ცოლი)

წყარო (1985) - - მსახიობი (ჟუჟუნა)

ბებია ყველასათვის (1986) - მსახიობი

ელისა და რარუს თავგადასავალი (1986) - მსახიობი (ექთანი)

მოდი, ვილაპარაკოთ (1986) - მსახიობი   

ჩეგემური დეტექტივი (1986) - მსახიობი (თეიმირის ცოლი)

წერილი ნაძვებს (1986) - მსახიობი (ცოლი)

ბოშა აზა (1987) - მსახიობი (ვასილის დედა)

ფესვები (1987) - მსახიობი (ედუკია)

აღდგომის ბატკანი (1988) - მსახიობი (ქალი)

ქველი (კეთილისმყოფელი) (1988) - მსახიობი (დაზარალებულის ცოლი)

ჭა (1988) - მსახიობი

ბესამე (1989) - მსახიობი (დამლაგებელი)

ზმანებანი აღლუმებს შორის (1989) - მსახიობი  (მკითხავი ქალი)

ლოლიტა (1991) - მსახიობი (ძალუა)

მე, პელეს ნათლია (1991) - მსახიობი (მეზობელი)

ვალსი პეჩორაზე (1992) - მსახიობი

გრანტუსი (1994) - მსახიობი

შიში (1995) - - მსახიობი (ბებია)

ორფეოსის სიკვდილი (1996) - მსახიობი (ანიკო)

სამოთხის გვრიტები  (1997) - მსახიობი (სინჯაანთ ქალი)

ცარიელი სივრცე (2001) - მსახიობი

სიყვარული და კარტოფილი (2003) - მსახიობი

თბილისი-თბილისი (2005) - მსახიობი (მზესუმზირის გამყიდველი)

რაც ყველაზე ძალიან გიყვარს-2 (2005) - მსახიობი  (ბებია)

დარჩი ჩემთან (2011) - მსახიობი (ბებია)

დინოზავრი (2013) - მსახიობი

გრძელი ნათელი დღეები (2013) - მსახიობი  (ნათიას ბებია)

ანას ცხოვრებ(2015) - მსახიობი  (ტასო)

ჩემი ბედნიერი ოჯახი (2017) - მსახიობი  (ლამარა)