ნატა მურვანიძე

მსახიობი

დ. 18.02.1970, თბილისი

სწავლობდა თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში.

1990 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.  1993 წლიდან მარჯანიშვილი სახელობის თეატრის მსახიობია. თამაშობს ასევე "სამეფო უბნის" სცცენაზე.

თეატრალურ-კინემატოგრაფიული ოჯახის წარმომადგენელია: მამა - მხატვარი და სცენოგრაფი მურაზ (თეიმურაზ) მურვანიძე; დედა - ბალეტის მოცეკვავე, ქორეოგრაფი  და მსახიობი - მაკა მახარაძე; და - ვიზაჟისტი და თეატრალური და კინოგრიმის ოსტატი - ანუკა მურვანიძე; ქმარი - მსახიობი და რეჟისორი, სამეფო უბნის თეატრის დირექტორი - ნიკა თავაძე;  შვილი - რეჟისორი და მსახიობი - დათა თავაძე; 

 

შეასრულებული  აქვს  მთავარი როლები სპექტაკლებში: რუსთაველის თეატრში - კალდერონ დე ლა ბარკას "ცხოვრება სიზმარია"(1992);  კინომსახიობთა თეატრში - აკუტაგავს "ცხოვრება იდიოტისა"(1994);  მარჯანიშვილის თეატრში მილერის "სეილემის პროცესი(1994), "მეფე ლირი" (1995), ოცდამეთვრამეტე(1996); ჯან ანუის "ანტიგონე", ოსკარ უაილდის "სალომეა" და სხვა.

 მიღებული აქვს პრემიები: 

იაკობ გოგებაშვილის პრემია ფილმში "იავნანა"

საქართველოს თეატრალური საზოგადოების ყოველწლიური პრემია-ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის: არტურ მილერი. “სეილემის პროცესი"-  მერი უორენი, ანტონ ჩეხოვი.  “სამი და" - ირინა

ოსკარ უაილდი “სალომეა" - სალომეა

სახელმწიფო პრემია - ჟან ანუი "ანტიგონე" - ანტიგონე

კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პრემია სპექტაკლში ”ურიელ აკოსტა” ივდითის როლის შესრულებისათვის

 

ფილმოგრაფია

იავნანა (1994) - მსახიობი (ქეთოს დედა)

მხოლოდ ერთხელ (1994) - მსახიობი (თიკა)

ფიესტა (1996) - მსახიობი

მარტოობის ორდენის კავალერი (1999) - მსახიობი

მისტერიები ( რუსეთი, 2000) - მსახიობი

ძვირფასო მ. (2000) -  მსახიობი

მედიატორი (2008) - მსახიობი (ბორდელის მეპატრონე)

სამი სახლი (2008) - მსახიობი (ელენე)

თბილისური Love Story (2009) - მსახიობი ("კრასოტკა ნინა")

კონფლიქტის ზონა (2009) - მსახიობი (სნაიპერი)

ჯაყოს ხიზნები (2009) - მსახიობი (მარგო)

დარჩი ჩემთან (2011) - მსახიობი

გაყინული შადრევნების წელიწადი (2015) - მსახიობი (დიანა)

საშიში დედა (2017) -  მსახიობი (მანანა)

 

იხ.  ნატა მურვანიძე “მე მგონია, რომ მე ვარ მინდია”- ია ანთაძე. საინტერესო ადამიანები

      ლელა ოჩიაური. ყველაზე იღბლიანები ვართ, რომ ამ ქვეყანაში გავჩნდით. ინტერვიუ ნატა მურვანიძეთან - ქართული თეატრის ელექტრონული არქივი