ავთანდილ  (ავთო) მახარაძე

მსახიობი

დ. 16.06.1943, ბათუმი

საქართველოს სახალხო არტისტი (1988)

1965 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (ა.თავზარაშვილის სახელოსნო).

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ერთი სეზონი 1965-1966 წლებში იმუშავა ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატულ თეატრში. 1966 წლიდან რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობია.  მისი როლებიდან აღსანიშნავია: აბიბო (ნოდარ დუმბაძის „მზიანი ღამე“), ბუხუტი (ოტია იოსელიანის „სანამ ურემი გადაბრუნდება“), ბორის გოდუნოვი (ალექსეი ტოლსტოის „ივანე მრისხანის სიკვდილი“), ტიბალტი (უილიამ შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“), მოამბე (სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“), მეფე ედუარდ IV, კენტერბერის არქიეპისკოპი, მასხარა (უილიამ შექსპირის „რიჩარდ მესამე“), გლოსტერი (უილიამ შექსპირის „მეფე ლირი“) 1963 წლიდან მუშაობს კინოში. განსაკუთრებით წარმატებული და რეზონანსული აღმოჩნდა მის მიერ  შესრულებული ჯაყოს როლი თემურ ჩხეიძის ტელესპექტაკლში "ჯაყოს ხიზნები" (1984).

 

ფილმოგრაფია

მიხა (1965) - მსახიობი (სიკო)

მყუდრო სავანე (1971) - მსახიობი  (სიმონ ბეროშვილი)

ლაზარეს თავგადასავალი (1973) - მსახიობი  (უსინათლო)

დილის ნისლივით (1976) - მსახიობი 

იმედის მწვანე კუნძული (1978) - მსახიობი 

შესვენება (1978) - მსახიობი 

გზა შინისაკენ (1981)  - მსახიობი 

არაჩვეულებრივი რეისი (1982)  - მსახიობი 

ჟამი მოქცევისა (1982)  - მსახიობი 

წითელი ხაზი (1983)  - მსახიობი 

მონანიება (1984) - მსახიობი (ვარლამ და აბელ არავიძე)

წყარო (1985)  - მსახიობი 

ბებია ყველასთვის (1987)  - მსახიობი 

ფარანი ქარში (1987)  - მსახიობი 

ჩიტის გადაფრენა (Полёт птицы, რუსეთი, 1988) - მსახიობი

წინამორბედი (1988)  - მსახიობი 

მიგრაციები (საფრანგეთი/იუგოსლავია, 1989) - მსახიობი (ვუკ ისაკოვიჩი)

ცოდვის შვილები (1989) -  მსახიობი

ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩო პანსასი (1989)  - მსახიობი (ფუნდუკის მფლობელი)

რჩეული (1991) - მსახიობი (ჯუნა)

გარეშე (აზერბაიჯანი, 1991) - მსახიობი 

შავი ნიშანი ( Qara nişanə, აზერბაიჯანი, 2003) - მსახიობი

ნაციონალური ბომბი (Milli bomba, აზერბაიჯანი, 2004) - მსახიობი 

მთავარანგელოზი (Archangel, დიდი ბრიტანეთი, სატელევიზიო, 2006) - მსახიობი  (სტალინი)

ყველა წავიდა (Все ушли, რუსეთი, 2012) - მსახიობი (ცისა)

ჩემი საბნის ნაკეცი (2012)  - მსახიობი

მძევლები (2017) - მსახიობი (შოთა)

საშიში დედა (2017) - მსახიობი (მამა)