გივი ჩუგუაშვილი

მსახიობი

დაიბადა: 7.09.1948, სოფ. მუხრანი (მცხეთის რაიონი)

საქართველოს დამსახურებული არტისტი (1986)

 1971 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (მიშა თუმანიშვილის ექსპერიმენტული ჯგუფი).

1971-1979წწ. იყო რუსთავის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი; 1979 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია. მონაწილეობდა სპექტაკლებში: "ცილინდრი", "ჯაყოს ხიზნები", "სეილემის პროცესი" და სხვ.

 

ფილმოგრაფია

ივანე კოტორაშვილის ამბავი (1974) - მსახიობი (მტერი)

ოთხი შარვალი და ერთი ჩითის კაბ (1977) - მსახიობი

კავკასიური ამბავი (კავკასიის ტყვე, 1978) - მსახიობი

მე-19 საუკუნის ქართული ქრონიკა (1978) - მსახიობი

ძმა (1981) - მსახიობი (სოციალისტი) 

დიმიტრი მეორე (1982)- მსახიობი (არღუნ ნოინი)

ბანდიტი აგურის ქარხნიდან (1983) - მსახიობი

წიგნი ფიცისა (1983) - მსახიობი

ზოგი ჭირი მარგებელია (1984) - მსახიობი

მევლუდი (1985) - მსახიობი (კაზანჯოღლი)

ნეილონის ნაძვის ხე (1985) - მსახიობი

მახარე (1986) - მსახიობი

ბიძინა (1987) - მსახიობი

დამშვიდობება (ხანა ჩვენი ბავშვობისა, 1987) - მსახიობი

წინამორბედი (1988) - მსახიობი

წყრომა (1988) - მსახიობი

იქ, ჩემთან (მეწყერი) (1990) - მსახიობი

საბედისწერო გასროლა (1990) - მსახიობი (ლევანი)

ცოდვის დღესასწაული (1990) - მსახიობი

ვირთხა (1991) - მსახიობი

კედელი (1991) - მსახიობი

მოკვეთილი (1992) - მსახიობი

ოქროს ობობა (1992) - მსახიობი  (ჩორნა)

წითელი პატეფონი (1995) - მსახიობი

მიზერერე (1996) - მსახიობი

წარსულის აჩრდილები (1996) - მსახიობი

ანთიმოზ ივერიელი (2001) - მსახიობი (დაუდ ფაშა) - მსახიობი

ოცდაშვიდი დრაკონი (ტელესერიალი, 2003)  - მსახიობი

ფოსტალიონი (2003) - მსახიობი (გუბერნატორი) - მსახიობი

ომი და ქორწილი (2010) - მსახიობი

დავიწყებული მეფე (2012) - მსახიობი (ჟაკ დე მოლე)

სხვა სამყარო (ინდოეთი, 2012) - მსახიობი

ცხრა მთას იქით (2014) - მსახიობი (ხევისბერი)

 

იხ. "სიჩქარესაც თავისებური სიგიჟე მოაქვს" ინტერვიუ. ესაუბრა ნანული ზოტიკიშვილი - ჟურნალი "გზა", 14.02.2018