ლეო ანთაძე

მსახიობი

           

დ. 12.11.1932, თბილისი

საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1961), საქართველოს სახალხო არტისტი (1979)

1955 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. ამავე წლიდან 1967 წლამდე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობია. 1967-1975 წლებში თამაშობდა რუსთავის თეატრის სცენაზე, რის შემდეგ კვლავ უბრუნდება მარჯანიშვილის სახ. თეატრს. მის მიერ შესრულებულ თეატრალურ როლებს შორის აღსანიშნავია: ზურია (რეზო თაბუკაშვილი „რას იტყვის ხალხი“), შოთა არევაძე  ( კიტა ბუაჩიძის „მკაცრი ქალიშვილები“),  ბუბნოვი (მაქსიმ გორკის „ფსკერზე“), ჩარლი  (ტომას ბრანდონის „ჩარლის დეიდა“),  ზურიკო (ნოდარ დუმბაძის, „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“), შიშკობა (პოლიკარპე კაკაბაძის „კახაბერის ხმალი“) და სხვ. 

 

  ფილმოგრაფია

 ყვავილი თოვლზე (1959) - მსახიობი (კახაბერი) 

 სამი ღამე  (1964)  - მსახიობი

 გლადიატორი  (1972) - მსახიობი (სტუმარი)  

 წკიპურტები  (1973) - მსახიობი (მგზავრი)  

 ერთი ნახვით შეყვარება  (1975) - მსახიობი (მეზობელი)  

 გაქცევა გათენებისას (1975) - მსახიობი (ზარელუა)  

 დათა თუთაშხია (1978) - მსახიობი (ბუდარა) 

 თბილისი-პარიზი-თბილისი (1980) - მსახიობი 

 მშობლიურო ჩემო მიწავ (რაიკომის მდივანი, 1980) - მსახიობი 

 წისქვილი ქალაქის გარეუბანში (1981) -   მსახიობი (მგზავრი)

 მონანიება (1984) - მსახიობი  

 სკაპენის ოინები (1984) - მსახიობი (გერონტი)   

 უკვდავების თეთრი ვარდი (1984) - მსახიობი (მამობილი)  

 საფეხური (1986) - მსახიობი (დირექტორი)  

 ლომა (1987) - მსახიობი 

 მიახლოება (1989) - მსახიობი   (მასწავლებელი)

 თეთრი ბაირაღები (1990) - მსახიობი  (ჭეიშვილი)

 რჩეული (1991) - მსახიობი 

 ზნედაცემული ანგელოზი (1992) - მსახიობი  

 ციხე-სიმაგრე (1993) - მსახიობი

 კალმასობა იოანესი (1993) - მსახიობი

 წითელი პატეფონი (1995) - მსახიობი

 ჩემი ძვირფასი, სანატრელი ბაბუ (1998) - მსახიობი (ისაკი)  

 ძვირფასო მ. (2000) - მსახიობი

 რენე მიდის ჰოლივუდში (2010) - მსახიობი (ფსიქიატრი)

 ქუჩის დღეები (2010) - მსახიობი (ჯაბას მამა)

 ჩემი ცოლის დაქალები (ტვ სერიალი, 2011) - მსახიობი (ჯემალი)

 ცელქი ბავშვები: ოპერაცია "ახალი წელი" (2012) - მსახიობი (ბაბუ)

 ჩემი ცოლის დაქალის ქორწილი (2013) - მსახიობი

 პრეზიდენტი (2014) - მსახიობი

 ყარასტანში დაკარგული (2014) - მსახიობი (იგორი)