მიშა (მიხეილ) გომიაშვილი  

  მსახიობი

 

დ. 23. 03.1961 - გ.12.09.2022, თბილისი

 1986 წელს  დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი (ლილი იოსელიანის სახელოსნო). მუშაობდა "მეტეხის თეატრში". 1996 წლიდან  მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია . თეატრში შესრულებული როლები: პროფესორი (ამელი ნოტომი  "საწვავი", რეჟისორი თათა პოპიაშვილი), ქართლოსი (მ. დოლიძე "მდგმურები", რეჟ. კანდიდ გურგენიძე), მსახიობი (ავთო ვარსიმაშვილი "ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია", რეჟ. ავთო ვარსიმაშვილი), მაცხოვარი (ილია ჭავჭავაძე "განდეგილი" , რეჟ. სანდრო მრევლიშვილი), დიუპრე (პეტერ ვაისი "მარატ-სად"-ის მიხედვით "დირექტორი აბაზანაში", რეჟისორი სანდრო მრევლიშვილი), ანტონა (დავით კლდიაშვილი "უბედურება" რეჟისორი სანდრო მრევლიშვილი), ნიკოლოზი (ლაშა თაბუკაშვილი "თოვლივით თეთრი თოვლი" რეჟისორი ანდრო ენუქიძე), ექიმი ესტერმარკი (ავგუსტ სტრინდბერგი "მამა", რეჟ. თემურ ჩხეიძე) და სხვ. მიღებული აქვს „ოქროს ნიღაბის“ საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გრან-პრი სპექტაკლებში „მამა“ და „ART-ხელოვნება“.

 

ფილმოგრაფია

ხაფანგი (1992) - მსახიობი

ბედიანი (1993) - მსახიობი

სიყვარული ვენახში (2000) - მსახიობი (გიორგი)

ძვირფასი მ (2000) - მსახიობი

ანთიმოზ ივერიელი (2001) - მსახიობი (მავროკორდატი)

ჭერი, ანუ დაუმთავრებელი ფილმის მასალა (1992-2003) - მსახიობი

არის ასეთი ქვეყანა (2003) - მსახიობი

6 და 7 (მისტიკური დრამა ადამი და ევას სულიერ ისტორიაზე, 2003) - მსახიობი

მთვარიანი ველის სერენადა (2004) - მსახიობი

პირველი, ღმერთის შემდეგ (რუსეთი, 2005) - მსახიობი

ორი მუსიკოსი (2006) - მსახიობი

კონფლიქტის ზონა (გასეირნება ყარაბაღში 2, 2009) - მსახიობი (მღვდელი)

რენე მიდის ჰოლივუდში (2010) - მსახიობი

უშენოდ მგონი მოვკვდები (2010) - მსახიობი (რომა)

დარჩი ჩემთან (2011)  - მსახიობი

ყველა წავიდა (2012) - მსახიობი (დალაქი)

პრეზიდენტი (2014) - მსახიობი (პრეზიდენტი)

თვე, როგორც ერთი დღე (2016) - მსახიობი

მტრები (2017) - მსახიობი

მძევლები (2017) - მსახიობი (თენგიზი)

კახეთის მატარებელი (2018)  - მსახიობი (მიშა, მამა)

ერთი საათი (2015-2020) - მსახიობი

იარე, ლიზა (2022)  - მსახიობი (ლიზას მამა)