ელენე მახარაშვილი (ელენსიო)

მსახიობი, მოდელი

დაბადებულია თბილისში. 9 წლის ასაკში ბებია-ბაბუასთან ერთად საცხოვრებლად გადადის საფრანგეთში. ხუთი წლის შემდეგ ბრუნდება საქართველოში  და  მუშაობს როგორც მოდელი ("ლუქს მოდელი").

2016 წელს ამთავრებს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს (სეუ) მედია და კომუნიკაციების სპეციალობით და მიემგზავრება ლოს-ანჯელესში. მისი კინოდებიუტი მხატვრულ კინოში შედგა ფილმით "სად ხარ?" (Where Are You, 2019)

ამასთან ერთად ელენსიო წარმატებული მოდელია. ცნობილი გახდა ნინო ცქიტიშვილის სამოდელო სააგენტოს მეშვეობით. თანამშრომლობს ფრანგულ და იაპონურ სამოდელო სააგენტოებთან.

მისი მეუღლეა მსახიობი ირაკლი კვირიკაძე.

 

ფილმოგრაფია

სად ხარ? (Where Are You, 2019) - მსახიობი

სინათლე ეცემა (Light Falls, 2023) -  მსახიობი (კლარა)