ირაკლი კვირიკაძე 

მსახიობი

           

დ. 8.10.1992, თბილისი

დამთავრებული აქვს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი.

2014 წელს   გაემგზავრა ნიუ-იორკში   ცნობილ Stella Adler Studio-ში სამსახიობო კურსების გასავლელად. ნიუ-იორკში სწავლის დროს ის რეჟისორ რეზო გიგინეიშვილს შეხვდა, რომელმაც მას მთავარი როლის შესრულება შესთავაზა ფილმში „მძევლები“. ფილმის პრემიერა ბერლინის 68-ე კინოფესტივალზე შედგა, სადაც ირაკლი ევროპის ყველაზე ნიჭიერ და პერსპექტიულ მსახიობთა ათეულში მოხვდა და პირველი ქართველი გახდა, რომელმაც „ევროპის ამომავალი ვარსკვლავის“ ჯილდო დაიმსახურა. 

2017 წელს ის მეუღლესთან (მოდელი და მსახიობი ელენსიო, ელენე მახარაშვილი) ერთად ლოს ანჯელესში გადავიდა საცხოვრებლად. 

დედა - მსახიობი ნინო ქორიძე

ბაბუა - კახა ქორიძე (პროფესიით არქიტექტორი), რომელმაც მაყურებელს თავი რეზო ჩხეიძის ფილმით "ღიმილის ბიჭებით" (თემური) დაამახსოვრა თავი.

 

ფილმოგრაფია

თბილისო, მე შენ მიყვარხარ! Tbilisi, I Love You (2014) - მსახიობი (ირაკლი)

მძევლები (2017) - მსახიობი (ნიკა)

სად ხარ? ( Where are you?, 2019) - მსახიობი (ნიკოლას იარნა)

მგზავრი (The Passenger, 2020, მოკლემეტრაჟიანი) - (მსახიობი (ნიკი, ალტერნატიული ნიკი)

განთავისუფლება2 ( Extraction 2, 2023) - მსახიობი (აივეინ)

ცვალებადი ნიშნები (სერიალი, 2023-2024) - მსახიობი (სანდრო)