დიმიტრი ერისთავი

მხატვარი

 

    დაიბადა ქ. თბილისში 1931 წლის 18 ივნისს.
    საქართველოს სახალხო მხატვარი (1985), საქართველოს კომკავშირის პრემიის ლაურეატი (1967), საქართველოს სახელმწიფო პრემიისა ლაურეატი (1990). რუსთაველის პრემიის ლაურიატი (2006). 
    დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (1956).1967-1974 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის კათედრის პედაგოგი, ხოლო 1982 წლიდან - დღემდე ამავე კათედრის პროფესორია.
    გამოფენებში მონაწილეობს 1957 წლიდან.ამავე წლიდან არის საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი.   პერსონალური გამოფენები ჰქონდა თბილისში, მოსკოვში, ლიუბლიანაში, ბელგრადში. მხატვრულად გაფორმებული და ილუსტრირებული აქვს 20-მდე წიგნი. წლების განმავლობაში მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" მხატვრად. 

 

ფილმოგრაფია

 

ზღვის ბილიკი (1962) - დამდგმელი მხატვარი

სალამური (1964)  დამდგმელი მხატვარი

გიორგობისთვე (1966)  დამდგმელი მხატვარი

არაჩვეულებრივი გამოფენა (1968)  დამდგმელი მხატვარი

იყო შაშვი მგალობელი (1970)  სცენარისტი, დამდგმელი მხატვარი

გზა მშვიდობისა ჯაყო (1973)  დამდგმელი მხატვარი

კაპიტნები (1974)  დამდგმელი მხატვარი

შაბათ საღამოს (1975)  დამდგმელი მხატვარი

მწვერვალი  (1976)  დამდგმელი მხატვარი

ყვარყვარე (1978) - დამდგმელი მხატვარი

ქსპრეს-ინფორმაცია (1993) - დამდგმელი მხატვარი

ხვეული კიბით (2001)  დამდგმელი მხატვარი

 

პროფესია კინომხატვარი. დიმიტრი ერისთავის შემოქმედებითი ლაბორატორია. (ესაუბრა ირინა დემეტრაძე) - ჟურნალი filmprint N 7, ზამთარი, 2013