ლევან კოღუაშვილი

 რეჟისორი

                                                                                          

დაიბადა 18.03.1973 , თბილისში

სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს   ინსტიტუტში მენეჯერის სპეციალობით. ინსტიტუტი არ დაუმთავრებია,    1992 წლიდან დაიწყო მუშაობა დამოუკიდებელ ტელეკომპანია "იბერვიზიაში", იყო საინფორმაციო გადაცემა "მონიტორისა" და "დაიჯესტ მონიტორის" ჟურნალისტი, შემდგომში კი - წამყვანი და რეჟისორი.1994 წელს პირველ სატელევიზიო ფესტივალ "მანაზე" მიიღო პრიზი საუკეთესო საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემისათვის. 

1995 წელს თავს ანებებს ჟურნალისტიკას და უბრუნდება კინოს. ხდება რუსეთის სახელმწიფო კინოინსტიტუტის (ВГИК ) სარეჟისორო ფაკულტეტის სტუდენტი  (მარლენ ხუციევის სახელოსნო), რომელსაც 1998 წელს ამთავრებს. 

2002-2004 დაამთავრა  ნიუ-იორკის უნივერსიტეტის   თიშის ხელოვნების სკოლის მაგისტრატურაში კინოს განხრით  (NYU, Tish School of the Arts, პედაგოგი ბორის ფრუმინი).

 

ფილმოგრაფია

გამოსწორება (2002)

მამა და  შვილი (2003, დოკ.)

ვალი (2004) – სცენარისტი, რეჟისორი, მემონტაჟე

პატარა თეატრი ვაშინგტონში (2005, დოკ. ) – სცენარისტი, რეჟისორი, ოპერატორი, მემონტაჟე

სახლი (2005, დოკ.)

განზომილება (2005, დოკ.) – ოპერატორი

ამერიკა ერთ ოთახში (2007) – სცენარისტი

ქალები საქართველოდან (2008, დოკ.) – სცენარისტი, რეჟისორი, ხმის რეჟისორი

ქუჩის დღეები (2010) – სცენარისტი, რეჟისორი

შემთხვევითი პაემნები (2013) -  სცენარისტი, რეჟისორი

გოგიტას ახალი ცხოვრება (2016, დოკ.) - სცენარისტი, რეჟისორი

მეოთხე ბრაიტონი (2021) - რეჟისორი

 

 იხ. ინტერვიუ ლევან კოღუაშვილთან. ესაუბა ლიკა ციხისელი – ჟურნალი Filmprinti N4, გაზაფხული 2012