ნოდარ მგალობლიშვილი 

მსახიობი

        

დაიბადა 1931. 15.VII. საგარეჯოს რაიონის სოფელ გომბორში.

საქართველოს დამსახურებული არტისტი (1976). საქართველოს სახალხო არტისტი (1979). 2001 წელს დაჯილდოვდა  ღირსების ორდენით, თუმცა მსახიობმა ჯილდოს მიღებაზე უარი განაცხადა.

     1954 წელს დაათავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და ჩაირიცხა კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის დასში. 1961-1963 წლებში მუშაობდა სანკულტურის თეატრში, 1964-1967წწ. – კოტე მარჯანიშვილის, 1967-1975წწ. – რუსთაველის თეატრებში. 1975 წლიდან ისევ მარჯანიშვილის თეატრშია. 

      ნ.მგალობლიშვილის სასცენო როლებიდან გამოირჩევა მსახიობის როლი მაქსიმ გორკის  "ფსკერზე", ოსვალდი ჰენრიკ იბსენის "მოჩვენებაში", ჰაკი აძბა ლეო ქიაჩელის "ჰაკი აძბაში",  იაგო უილიამ შექსპირის "ოტელოში", განსაკუთრებული ადგილი უჭირავს თეიმურაზ ხევისთავის როლს, რომელიც მან თემურ ჩხეიძის მიერ 1979 წელს დადგმულ ტელესპექტაკლში, შემდეგ კი (1984) მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე დადგმულ სპექტაკლში,,ჯაყოს ხიზნები’’ შეასულა. 

   1957 წლიდან ნაყოფიერად მუშაობს როგორც ქართულ, ასევე რუსულ კინემატოგრაფში.

    ფილმოგრაფია

საბუდარელი ჭაბუკი (1957) – მსახიობი

გლახის ნაამბობი (1961) - მსახიობი (ეპიზოდი)

ზღვის შვილები (1964) –  მსახიობი (ნოდარი)

Дикий мёд (ველური თაფლი, 1966) -  მსახიობი, ეპიზოდური როლი

მყუდრო სავანე (1971) –  მსახიობი  (ჭანი) 

როცა აყვავდა ნუში (1972) –  მსახიობი

ლევან ხიდაშელი (1973) –  მსახიობი (ვაჟა)

Кентавры (კენტავრები, 1978) – მსახიობი (მიგელი)

დათა თუთაშხია (1978) –  მსახიობი (ჭოლა საგანელიძე)

   Огарёва, 6 (ოგარიოვის ექვსი, 1980) – მსახიობი (ირაკლი ნალბანდოვი, ოტკ–ს უფროსი)

რად სტვენს ბულბული (1980) – მსახიობი

Формула любви (სიყვარულის ფორმულა, 1984) – მსახიობი (გრაფი კალიოსტრო)

Иванко и царь Поганин (ივანკო და მეფე პოგანინი, 1984) – მსახიობი (კარკარონი)

Капитан "Пилигрима" ("პილიგრიმის" კაპიტანი, 1986) –  მსახიობი (ნეგორო) 

ზღვის მაშვრალნი (1986) –  მსახიობი

ბიძინა (1987) –  მსახიობი (ბიძინა)

Катала (1989) –  მსახიობი ("დირექტორი")

Любовь на острове смерти (სიყვარული სიკვდილის კინძულზე, 1991) - მსახიობი (პროფესორი ერვინ ბერნერი)

Московские красавицы (მოსკოველი ლამაზმანები, 1992) – მსახიობი (ნიკოლაი ალექსანდროვიჩი)

Вопреки всему (1993) – მსახიობი (თემურ ჟვანია)

Серп и молот (ნამგალი და ურო, 1994) – მსახიობი

Империя пиратов (მეკობრეთა იმპერია, 1994) – მსახიობი

ჟამი (1994) – მსახიობი

Кольца всевластия (ყოვლისშემძლეობის ბეჭდები, იგივე Седьмое кольцо колдуньи, ჯადოქრის მეშვიდე ბეჭედი, ტელესერიალი, 1998) – მსახიობი (აგუილი)

Magonia (2001) – მსახიობი

Блюстители порока (მანკიერების მცველები, სერიალი, სერია  წარმოსახვის ნაკლებობა, 2001) – მსახიობი (ბაქსტერი)

ანთიმოზ ივერიელი (2001) – მსახიობი (გრიგორი)

По имени Барон (სახელად ბარონი, ტელესერიალი, 2002) – მსახიობი (ბარონი)

Спецназ (სპეცნაზი, მინი–სერიალი, 2002) – მსახიობი (წვეროსანი)

Спецназ –2 ( სპეცნაზი, მინი–სერიალი, 2003) –   მსახიობი (წვეროსანი)

Чудеса в Решетове (სასწაულები რეშეტოვოში, 2004) - მსახიობი (კონსტანტინ ბესმერტნიხ, იგივე კოშჩეი ბესმერტნი)

Диверсант (ტელესერიალი, 2004) – მსახიობი (მოსკოველი გენერალი)

Фаворский (ტელესერიალი, 2005) - მსახიობი (რუდოლფ ვალენბერგი)

Yoxlama (კონტროლი, ტელესერიალი, 2006) – მსახიობი

Секунда до ... (დარჩენილი წამი, ტელესერიალი, 2007) – მსახიობი (ეშმაკი)

Исповедь Дон Жуана (დონ ჟუანის აღსარება,   2008) – მსახიობი (დონ ჟუანი)

Возмездие  (შურისძიება, ტელესერიალი, 2011) – მსახიობი (შანდორ ზაქარი, ბოშა)

 

  იხ. ლელა ოჩიაური. ნოდარ მგალობლიშვილი  (მსახიობის შემოქმედებითი პორტრეტი) –  "ახალი ფილმები", 1988, 10, გვ.7-8

      დიმიტრი ხვთისიაშვილი. წერილი ნოდარ მგალობლიშვილზე