ზურაბ ყიფშიძე

მსახიობი

                                                                               

     დაიბადა 1953 წლის 10 აგვისტოს თბილისში, მსახიობთა ოჯახში: პაპა დედის მხრიდან - გიორგი ფრონისპირელი, კოტე მარჯანიშვილის მოწაფე და საქართველოში სცენური მეტყველების ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო. დედა- საქართველოს სახალხო არტისტი, მსახიობი ელენე ყიფშიძე, მამა - მარჯანიშვილის სახ.თეატრის მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ავთანდილ ვერულეიშვილი. 1970 წელს ჩააბარა თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში, მაგრამ სწავლა ვერ მოახერხა - კინოგადაღებებზე იყო დაკავებული. მომავალ წელს ისევ ჩააბარა ინსტიტუტში და ისევ როლის შემოთავაზება კინოში, ამჯერად ლანა ღოღობერიძეს ფილმში ”როცა აყვავდა ნუში”.  მოსკოვში თეატრის გასტროლების დროს გადაწყვიტა  მოსკოვის კინემატოგრაფიის ინსტიტუტში ეცადა ბედი. გახდა სერგეი გერასიმოვის კურსის სტუდენტი.1976 წელს დაამთავრა მოსკოვის კინემატოგრაფიის ინსტიტუტი. თბილისში დაბრუნებისთანავე მას ახლად შექმნილ კინომსახიობთა თეატრში იწვევს მიხეილ თუმანიშვილი, სადაც გამორჩეული თეატრალური სახეები შექმნა  სპექტაკლებში: ”შუშანიკის წამება” (ვარქსენი), სუხოვო-კობილინის ”საქმე” (ტარელკინი), მოლიერის ”დონ ჟუანი” (დონ ჟუანი), ”ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე” (ლენინი) და სხვა.

ფილმოგრაფია

 მაცი ხვიტია (1966)- მსახიობი, პატარა კოჭოია

 წუთისოფელი (1971) -მსახიობი, აფრასიონი

 როცა აყვავდა ნუში (1972) - მსახიობი, ზურა

 Dochki-Materi  (ქალიშვილები და დედები) (1974) - მსახიობი

 ყუთები (1977) - მსახიობი

 ბენზინის ჩამომსხმელი (1977) - მსახიობი, მძღოლი

 იმედის მწვანე კუნძული (1978) - მსახიობი,გოგი

 წინაპართა მიწა (1979) - მსახიობი, ლაშა

 მშობლიურო ჩემო მიწავ (რაიკომის მდივანი) (1980) - მსახიობი, მასწავლებელი

 კიკვიძე (1980) - მსახიობი, ვასილ კიკვიძე

 კროსვორდის ამოხსნის მოყვარულთათვის (1981) - მსახიობი, ოთარი

 გზა შინისაკენ (1981) - მსახიობი

 მიიღეთ გამოწვევა სინიორებო (1982) - მსახიობი, ფაბრიციო

 წიგნი ფიცისა (1983) - მსახიობი

 ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა (1984) - მსახიობი, ელიზბარ წერეთელი

 მატარებელი (1984)

 ამბავი სურამის ციხისა (1984) - მსახიობი, დურმიშხანი

 ნეილონის ნაძვის ხე (1985) - მსახიობი, 

 ბაგრატიონი (1985) - მსახიობი

 არსენას ლექსი (1985)- მსახიობი, ზაალ ბარათაშვილი, ფარსადანი, ოფიცერი, კუჭატნელი

 თოვლის ბაბუა (1986) - მსახიობი, კოტე

 არგონავტები (1986) - მსახიობი, იაზონი

 ბრავო, ალბერ ლოლიშ! (1987) - მსახიობი, ალბერ ლოლიში

 ელისა და რარუს თავგადასავალი (1987) - მსახიობი

 ცოდვის შვილები (1989) - მსახიობი, მგელიკა

 გიგა, ანგელოზი და სხვები (1989) - მსახიობი, შულერი ზურა

 მარტოხელა მონადირე (1989) - მსახიობი, ანდრო

 ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩო პანსასი (1989) - მსახიობი

 ალყა (1990) - მსახიობი, მეფე

 კედელი (1990) - მსახიობი, ალექსანდრე დიდებულიძე

 ამხანაგ სტალინის მოგზაურობა აფრიკაში (1991) - მსახიობი

 ოქროს ობობა (1992) - მსახიობი, დოცენტი გუჯაბიძე

 ანას დაბადების დღე (1992) - მსახიობი

 ბედიანი (1992) - მსახიობი

 ექსპრეს-ინფორმაცია (1993) - მსახიობი, დუგლასი

 ჩაკლული სული (1994)- მსახიობი, არტურ ბერზინი

 წარსულის აჩრდილები (1995) - მსახიობი

 ვან გოგის ყური (1996) - მსახიობი

 ორფეოსის სიკვდილი (1996)- მსახიობი, ვახტანგ ითრიელი

 ქარაგმა (1997)- მსახიობი

 Время танцора (მოცეკვავის დრო) (1998)- მსახიობი

 მარტოობის ორდენის კავალერი (1999)- მსახიობი

 ძვირფასო მ. (1999)- მსახიობი

 სამოთხე ჩვენი ქალაქის ქუჩებში (2000)- მსახიობი

 Мистерии (მისტერიები) (2000) - მსახიობი

 ანთიმოზ ივერიელი (2001)- მსახიობი, მეფე ბრინლოვიანუ

 კიდევ ერთი ქართული ისტორია (2003)- მსახიობი

 მიდიოდა მატარებელი (2005) - მსახიობი, პოეტი გენო

 სამი სახლი (2008) - მსახიობი

 კონფლიქტის ზონა (გასეირნება ყარაბახში-2) (2009) - მსახიობი 

 გოგონა "სლაიდიდან" (90-60-90) (2009) - მსახიობი, ნათიას მამა 

 Чудо  ( სასწაული, 2009 )  - მსახიობი (ალბერტ ვახტანგოვიჩი) 

 ჩემი საბნის ნაკეცი (2012) - მსახიობი

 ოქროს ძაფი (2019) - მსახიობი (არჩილი)