თამარ ჭავჭავაძე

კინოსა და თეატრის მსახიობი

. 21.10.1896 . სოფ. ყვარელი. 26.06.1968 . . თბილისი).
      საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1943), ლენინის ორდენის ლაურეატი
      კოტე მარჯანიშვილის მოწაფე და მიმდევარი

      დაამთავრა თბილისის წმინდა ნინოს სასწავლებელი (1914). სწავლობდა  ხარკოვის  უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე და პარალელურად .ლებედინსკის თეატრ-სტუდიაში (1919). თბილისში სწავლობდა ჯერ .მიხაილოვსკის, შემდეგ კი .ხოდოტოვის დრამატულ სტუდიებში (1919-1921). 
     
ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში  შოთა რუსთაველის თეატრის სცენაზე ითამაშა ლაურენსია .მარჯანიშვილის მიერ დადგმულ ლოპე დე ვეგასცხვრის წყაროში” (1922). იყო შოთა რუსთაველის თეატრის მსახიობი (1922-1928 და 1942-1964), მონაწილეობდა მეორე სახელმწიფო თეატრის (ქუთაისი, 1928; 1933 წლიდან .მარჯანიშვილის თეატრი) ჩამოყალიბებაში და მუშაობაში (1928-1942). სიცოცხლის ბოლო წლებში მოღვაწეობდა სოხუმის თეატრის სცენაზე (1964-1968).
     
ტემპერამენტით, ექსპრესიული ჟესტით, ემოციურობით გამოირჩევა მისი თეატრალური როლები: სალომე (.უაილდისსალომე”), ლამარა (“ლამარავაჟა ფშაველას ნაწარმოებების მიხედვით), ბეატრიჩე (.შელისჩენჩი), ემილია (.შექსპირისოტელო”), ლედი მილფორდი (.შილერისვერაგობა და სიყვარული”), მარგარიტა (.დიუმა-შვილისმარგარიტა გოტიე”), ზეინაბი (.სუმბათაშვილ-იუჯინისღალატი”), იოკასტე (სოფოკლესოიდიპოს მეფე”) და სხვა. მის რეპერტუარში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა კომედიურ როლებსაც: დიანა (ლოპე დე ვეგასსხვისთვის სულელი, თავისთვის ჭკვიანი”), მადამ სანჟენი (.სარდუსა და .მოროსმადამ სან-ჟენი”) და სხვა.
    
კინოში ნათამაშები აქვს სულ ოთხი როლი, მაგრამ ეს კინოროლებიც საკმარისი აღმოჩნდა, რათა მსახიობს კინომაყურებლისთვისაც დაემახსოვრებინა თავიგანსაკუთრებული წარმატება ხვდა წილად ხანუმას ფილმიდან "ქეთო და კოტე",    სადაც   შესანიშნავ სამსახიობო   ანსამბლშიც მისი ხანუმა  ბრწყინავს განსაკუთრებული სახასიათო დეტალიზირებით, ტემპერამენტით, რიტმისა და ზომიერების გრძნობით.   
  
ფილმოგრაფია


 “
დინა ძაძუ” ("მეჟრაბპომფილმ-რუს", 1926) –  მსახიობი (თავადის ქალი)

 "კომუნარის ჩიბუხი"  (1929) – მსახიობი (კომუნარი ქალი)

 “ქეთო და კოტე (1948)  – მსახიობი (ხანუმა)

 “გრიბოედოვის საჩუქარი (სატელევიზიო, 1965)

 

 
იხ:   ეთერ გუგუშვილი. თამარ ჭავჭავაძეწიგნშითეატრალური პორტრეტები”, თბ., 1965

       ნინო შვანგირაძე. თამარ ჭავჭავაძე. "საბჭოთა ხელოვნება", 1971, N6, გვ.88–96