თეიმურაზ (თემო) ჯაფარიძე

მხატვარი

    27.03.1937, თბილისი – 27.09.2012, თბილისი.
   
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ინგლისური ენის განყოფილება. გამოფენებში მონაწილეობს 1964 წლიდან. 1988 წელს მხატვრის სახლში, მხატვრის პერსონალურ გამოფენაზე დაახლოებით 250 ნამუშევარი გამოიფინა. ამ გამოფენამ მხატვარს ოფიციალური აღიარება მოუპოვა. ოთხმოციან წლებში თბილისისა და უცხოეთის სხვადასხვა კერძო გალერეაში მხატვრის რამდენიმე პერსონალური გამოფენა მოეწყო. მისი ნამუშევრები დაცულია საქ. ხელოვნების სახელმწიფო და ლიტერატურულ, მოსკოვის აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმებში, რუსეთის, საფრანგეთის, საქართველოს, გერმანიის, იტალიის, აშშ- კერძო კოლექციებში.
   
პარალელურად ეწეოდა ლიტერატურულ საქმიანობასოთხმოცდაათიანი წლების მეორე ნახევრიდან  მისი მოთხრობები, ესეები იბეჭდება ქართულ პრესაში. გამოცემული აქვს წიგნები "ნიკო ფიროსმანი" (1999), ლექსების კრებული "შეშლილი ქალის ვნებები" (2000), მოთხრობების   კრებული "პროზა" (2003), კრებული "აღმოაჩინე ჩემი გამოხედვა"   და რომანი "დაქირავებული დამტირებლის გულგრილობა" (2005).

ფილმოგრაფია
 
 
ამაღლება (1977) – მსახიობი (ნასყიდა, ხუროთმოძღვარი)  

 კაშხალი მთაში  (1979) – დამდგმელი მხატვარი, მსახიობი (შიო)

 ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა  (1984) – მსახიობი (გიორგი ოცხელი
იხ.  თემო ჯაფარიძე. ბიოგრაფია