მერაბ კოკოჩაშვილი

კინორეჟისორი

 

დაიბადა 1935 წლის 21 მარტს.

საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1979)

    1958 წელს დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (გ.შიროკოვის სახელოსნო), სადიპლომო ნამუშევარი - ”ხმელი წიფელი”.
    იყო საქართველოს ტელეფილმების სტუდიის ხელმძღვანელი 1978 წლიდან მისი არსებობის ბოლომდე (2005).
    1987 წლიდან არის პედაგოგი, ჯერ თბილისის თეატრისა და კინოს ინსტიტუტში, შემდეგ - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 
    1993-2005 -  თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში იყო   კინოს ენისა და სტრუქტურული კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი;
    2006 წლიდან არის 
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კინო-ტელე ხელოვნების მიმართულების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხელმძღვანელი.

ფილმოგრაფია

1. გიორგი სააკაძე (1942) - მსახიობი

2. ხმელი წიფელი (1958) - რეჟისორი (დიპლომი)

3. კარდაკარ (1960) -   რეჟისორი

4. არდადაგებზე (1962) -  რეჟისორი

5. მიხა (1965) - რეჟისორი

6. დიდი მწვანე ველი (1967) -  რეჟისორი

7. არ იდარდო (1969) - მსახიობი  (პორუჩიკი იშხნელი)

8. გზა მშვიდობისა, ჯაყო! (1973) - სცენარისტი, რეჟისორი

9. მწვერვალი (1976) -  რეჟისორი, მსახიობი

10. ცხელი ზაფხულის სამი დღე (1981) -  რეჟისორი

11. გზა (1983) - რეჟისორი

12. ფენომენი (1992) - რეჟისორი

13. საქართველო ანოსია, საქართველო ვანოსია (1996) - რეჟისორი

14. ნუცას სკოლა (2000) -  რეჟისორი

15. დაგვიანებული კადიში (2002) -  რეჟისორი

16. ვარიაცია ”ოტელოს”თემაზე (2003) -  რეჟისორი

17. უსუი (2005) -  რეჟისორი

18. თუ დაგივიწყო, იერუშალაიმ (2006)  -  რეჟისორი

19. ქართველი მამლუქები ეგვიპტეში (2007) -   რეჟისორი

20. სახლი სიხარულისა (2008) -   რეჟისორი

21. ღვინის აკვანი (2011) -   რეჟისორი

 

იხილეთ: 

ირინა კუჭუხიძე. ხელოვნის გზა – წიგნში "ირინა კუჭუხიძე. ეკრანი და დრო". საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა "კენტავრი", 2009

მერაბ კოკოჩაშვილი. ფიქრები (ინტერვიუ ტელევიზიის პრობლემებზე) – ალმანახი "კინო", 1989, N2.     

ოლღა თაბუკაშვილი. ყველაფერს მსოფლმხედველობა განსაზღვრავს. ინტერვიუ – ალმანახი "კინო", 1985, N3 (მეჩვიდმეტე გამოშვება), გვ.101–108     

ელდარ შენგელაია. ჩემი მეგობარი მერაბ კოკოჩაშვილი - ჟურნალი ”საბჭოთა ხელოვნება” 1985 №4

ლია ქიმერიძე. სიყვარული უდევს საფუძვლად - ჟურნალი ”საბჭოთა ხელოვნება” 1985 №4

ირინე კუჭუხიძე. მერაბ კოკოჩაშვილი - ჟურნალი ”საბჭოთა ხელოვნება” 1979 № 7 გვ.68-74