ლეილა  აბაშიძე  

მსახიობი 

დ. 1. 08. 1929, თბილისი - 8.04.2018, თბილისი

საქართველოს დამსახურებული არტისტი (1958), საქართველოს (1964) და ჩეჩნეთ-ინგუშეთის (1965) სახალხო არტისტი. კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი 1958-დან. 

დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით (1961) და ღირსების ორდენით (1999). 2009 წელს კინოთეატრ "რუსთაველის" წინ გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი, თბილისის საპატიო მოქალაქე (2009).

დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (დოდო ალექსიძის სახელოსნო, 1951). 1940-დან მუშაობს კინოსტუდია "ქართულ ფილმში". 

ცხრა წლის ასაკში შედგა მისი დებიუტი ფილმში "ქაჯანა".  თეატრში ნათამაშები აქვს   მხოლოდ რამდენიმე როლი  , მათ შორის აბიგაილი "სეილემის პროცესში" 

ფილმოგრაფია

ქაჯანა (1941)- მსახიობი (კატო)

ოქროს ბილიკი (1945) - მსახიობი (იუტა)

აკაკის  აკვანი (1947)-   მსახიობი (ნაზიბროლა)

ქეთო და კოტე  (1948) - მსახიობი (გოგონა ყვავილებით,ეპიზოდი)

გაზაფხული საკენში  (1950) -  მსახიობი   (ნინო)

ისინი ჩამოვიდნენ მთიდან (1954)  - მსახიობი (ლელა არაბული)

ჭრიჭინა (1954) -  მსახიობი (მარინე ფერაძე)

ჩვენი ეზო (1956) -  მსახიობი (მანანა)

აბეზარა (1956)  - მსახიობი (ლია) 

სად არის შენი ბედნიერება, მზია? (1959) - მსახიობი  (მზია)   

მაია წყნეთელი (1959) - მსახიობი (მაია წყნეთელი, მათე ბიჭი)  

მე ვიცეკვებ (1963, "აზერბაიჯან-ფილმი) - მსახიობი (დაგმარა )

ხევისბერი გოჩა (1964) - მსახიობი (ძიძია)

შეხვედრა მთაში (1966) - მსახიობი (მზევინარი – ლალი)

შეხვედრა წარსულთან (1966) - მსახიობი  (ნინო)

მოლოდინი (1969) - სცენარისტი (გიორგი  ხუხაშვილთან და კონსტანტინე პიპინაშვილთან ერთად),  მსახიობი (ქეთევანი)

დიდოსტატის მარჯვენა (1970)  - მსახიობი (ვარდისახარი)

გასეირნება თბილისში (ნამდვილი თბილისელი და სხვები, 1976) - მსახიობი (ლია )

სინემა (1977) - მსახიობი (ფოტოგრაფის მეგობარი ქალი)

თბილისი-პარიზი-თბილისი (1980)  -  სცენარისტი  ( ლევან ჭელიძესთან ერთად), რეჟისორი, მსახიობი (თავადის ქალი  თეა შერვაშიძე)

ყველა კომეტა როდი ქრება (1982) - მსახიობი

ორომტრიალი - მსახიობი (მანანა იაშვილი)

 

 იხ. სანდრო მამასახლისი,  "აბეზარა" -  ჟურნ. "საბჭოთა ხელოვნება", 1, 1957.

      კორა წერეთელი. ლეილა აბაშიძე. თბილისი, 1987