ოთარ  აბესაძე

რეჟისორი

26. 05. 1934, ზესტაფონის რაიონის სოფ. ქვემო საქარია -   5. 11. 1980, თბილისი

საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1979). საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი.წლების განმავლობაში იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის სარეჟისორო სექციის თავმჯდომარე.

1959 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის  (ვგიკის) სარეჟისორო ფაკულტეტი (სერგეი გერასიმოვის სახელოსნო); იმავე წლიდან იწყებს მუშაობას კინოსტუდია "ქართულ ფილმში" რეჟისორად. 

 

ფილმოგრაფია

კარდაკარ  (1960, მ. კოკოჩაშვილთან ერთად) - რეჟისორი

სალამური (1964,  კინოალმანახი "ზაფხულის მოთხრობები") - სცენარისტი, რეჟისორი

მალე გაზაფხული მოვა (1967) - სცენარისტი, რეჟისორი

ჩემი ქალაქის ვარსკვლავი (1970) - რეჟისორი

ანარეკლი (1974)  - რეჟისორი

 

ესკულაპეს მოწაფე (1977) - სცენარისტი, რეჟისორი