დათო კიკნაველიძე

რეჟისორი, დამდგმელი მხატვარი, ანიმატორი, პროდუსერი

                                                                                                            

დაიბადა 1989 წელს თბილისში. 

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია.არის 2013 წლის რობერტ ბოშის გერმანია/აღმოსავლეთ ევროპის კოპროდუქციის კინოპრიზის მფლობელი. ფლობს ბაკალავრის ხარისხს ანიმაციის ხელოვნების დარგში და ხელოვნების მაგისტრის ხარისხს. არის შემოქმედებითი საწარმოო გაერთიანება „ლირა ფროდაქშენის“ სამხატვრო ხელმძღვანელი. მისი პირველი პროფესიული ფილმის „ჯინო“ პრემიერა შედგა ანესის საერთაშორისო ანიმაციური ფილმების ფესტივალზე. მეორე ფილმის „ჰორიზონტი“ პრემიერა შედგა ლაიფციგის საერთაშორისო დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების ფესტივალზე.

 

ფილმოგრაფია:

ჰორიზონტი (ანიმაცია, 2017, 4'45'') - სცენარისტი, რეჟისორი, მხატვარი   

ჯინო (ანიმაცია, 2017, 12'47'')  - სცენარისტი, რეჟისორი, მხატვარი   

ვაკუუმი  (ანიმაცია, სადიპლომო ფილმი, 6')