ნანა ექვთიმიშვილი 

რეჟისორი, სცენარისტი

დაიბადა 9.07.1978, თბილისი   

სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. 

დაამთავრა პოტსდამ-ბაბელსბერგის კინოაკადემია (გერმანია) დრამატურგიისა და სცენარის განხრით. 

სიმონ გროსთან ერთად დააარსა კინოსაპროდიუსერო კომპანია „პოლარე ფილმი“. 

მისი მოთხრობები პირველად დაიბეჭდა ჟურნალ "არილში" 1999 წელს.  2015 წელს საქართველოში გამოიცა მისი პირველი რომანი „მსხლების მინდორი“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა), რომელმაც 2016 წელს დაიმსახურა "საბას" და"ლიტერას" პრემიები დებიუტისთვის; 2018 წელს გერმანული გამომცემლობა    Suhrkamp  რომანს გერმანულ ენაზე გამოსცემს.

 ფილმოგრაფია  

დედა (2011) - რეჟისორი

გრძელი ნათელი დღეები (2013) - რეჟისორი სიმონ გროსთან ერთად, სცენარის ავტორი

ჩემი ბედნიერი ოჯახი (2017) - რეჟისორი, სიმონ გროსთან ერთად, სცენარის ავტორი