თენგიზ აბულაძე 

რეჟისორი 

 31. I. 1924, ქუთაისი –  6. III. 1994, თბილისი 

     საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1961), საქართველოს (1967) და სსრკ (1980) სახალხო არტისტი, დაღესტნის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1972). ევროპის კინოაკადემიის წევრი, ავსტრიის სახვითი ხელოვნების აკადემიის პროფესორი. 

     სწავლობდა შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში თეატრალური რეჟისურის განხრით (1943-1946), მაგრამ არ დაუსრულებია. მისი მასწავლებლები იყვნენ გ. ტოვსტონოგოვი და დ. ალექსიძე.

     1946 სასწავლებლად გადავიდა მოსკოვში. დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწ. ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი, სერგეი იუტკევიჩის სახელოსნო (1953), ისმენდა და ესწრებოდა ლ. კულეშოვის, ვს. პუდოვკინის, ს. ეიზენშტეინისა და მ. რომის ლექციებს. 

     1952-დან  კინოსტუდია "ქართული ფილმის" რეჟისორია. 

      ფილმოგრაფია

დიმიტრი არაყიშვილი (დოკ. 1952) - რეჟისორი, რეზო ჩხეიძესთან ერთად

ჩვენი სასახლე (დოკ. 1953) - რეჟისორი, რეზო ჩხეიძესთან ერთად

საქართველოს სახალხო ცეკვის ანსამბლი (დოკ. 1954) - რეჟისორი

მაგდანას ლურჯა (1955) - რეჟისორი, რეზო ჩხეიძესთან ერთად

სხვისი შვილები (1958) - რეჟისორი

მე, ბებია, ილიკო და ილარიონი (1962) - რეჟისორი, სცენარისტი

მთათუშეთის ჩანახატები (დოკ. 1965) - რეჟისორი

სვანური ჩანახატები (დოკ.1965) - რეჟისორი

ვედრება (1967) - რეჟისორი, სცენარისტი

მუზეუმი ღია ცის ქვეშ (1971) - რეჟისორი

სამკაული ჩემი სატრფოსათვის (1971) -რეჟისორი, სცენარისტი

ნატვრის ხე (1976) - რეჟისორი, სცენარისტი

მონანიება (1984) - რეჟისორი, სცენარისტი

 

 იხ.   რეზო ჩხეიძე.  სიტყვა მეგობარზე - ჟურნალი ”საბჭოთა ხელოვნება. 1974. №3 გვ.17-18

        Русудан Тиканадзе. Грузинское кино... Проблемы,  искания. Тбилиси.1979

        Латавра Дуларидзе. Тенгиз Абуладзе. Портрет кинорежиссера. Москва. 1983  

       Лилия Маматова. Истина в доме художника. О трилогии Тенгиза Абуладзе

          ტატა თვალჭრელიძე. სიმართლის ეპიკური ტილო (მოუნანიებელი ცოდვის პრობლემა ეკრანზე)     "საბჭოთა ხელოვნება" 1987 3

         ნათია ამირეჯიბი. დროთა ეკრანი. თბილისი. 1988

         რეზო კვესელავა. უკვდავებაში გადასული - ჟურნალი "ხელოვნება", 1995, N1-3

         ლია კალანდარიშვილი. თენგიზ აბულაძე - თეატრისა და კინოს სახელმწ. უნივერსიტეტი. კრებული ქართველი კინორეჟისორები. ნაწ.1 გვ. 56-72. თბილისი. 2006