ნინო ჩხეიძე

მსახიობი

 19.03.1919-2.07.2018

საქართველოს სახალხო არტისტი (2001) 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი(1945)

 46 წლის განმავლობაში თამაშობდა  მარჯანიშვილის თეატრში.  შესრულებული აქვს 150-მდე როლი. ის ცნობილი იყო, როგორც სახასიათო როლების შესანიშნავი შემსრულებელი. მათ შორის აღსანიშნავია თინათინი (შ. დადიანის "ნინოშვილის გურია"), ეკა (დ. კლდიაშვილის "ირინეს ბედნიერება"), ლამაზისეული და მკითხავი (ი. ჭავჭავაძის "კაცია-ადამიანი?!"), ძიძა (უ. შექსპირის "რომეო და ჯულიეტა"), პეპელა (გ. მდივნის "ვარდო"), მართა (ა. პარონიანის "ძია ბაღდასარი"), ეკა (რ. ჯაფარიძის "ჯარისკაცის ქვრივი"), კნეინა (შ. დადიანის "გუშინდელნი"), სოფიო (ა. წერეთლის "ბუტიაობა"), გადია (ნ. ლორთქიფანიძის "ჟამთა სიავე"), ცაცანა (კ. ბუაჩიძის "ეზოში ავი ძაღლია") და სხვა;   

ნინო ჩხეიძე ლეგენდარული ქართველი მსახიობის უშანგი ჩხეიძის და იყო, რომლის ცხოვრებას და შემოქმედებას მონოგრაფია მიუძღვნა ("უშანგი", 1998).

 

ფილმოგრაფია: 

მაგდანას ლურჯა (1955) - მსახიობი

ჩვენი ეზო (1956) - მსახიობი

კარდაკარ (1960)- მსახიობი (პელაგია)

ლევანა (1960) - მსახიობი

ცეროდენა რაინდები (1963) - მსახიობი

მე ვხედავ მზეს (1965) - მსახიობი

მიხა (1965) - მსახიობი  (ფეფელოს დედა)

განგაში (1968) - მსახიობი

მოლოდინი (1969) - მსახიობი

ფიროსმანი (1969) - მსახიობი

ხათაბალა (1971, "არმენფილმი") - მსახიობი (მოტირალი)

ანარეკლი (1974) - მსახიობი

რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე (1978) - მსახიობი

კაცია ადამიანი?! (1979) - მსახიობი

ადამიანთა სევდა (1984) - მსახიობი

ამბავი სურამის ციხისა (1984) - მსახიობი

აქედანა და შენამდე (1984) - მსახიობი

უცხო (1988) - მსახიობი

მათთვის, ვინც მამამ მიატოვა (1989) - მსახიობი

მაისის თოვლი (1989) - მსახიობი

ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი (1989)  - მსახიობი (სევილიელი ქალი)

ხსოვნა (1989) - მსახიობი (ივლიტა)

პრემიერა (1991) - მსახიობი (ნუცა)

შვეციის პრინცი იმერეთიდან (1995) - მსახიობი (ბებია)

სამოთხის გვრიტები (1997) - მსახიობი  (ქალთამზე)

მიჯაჭვული რაინდები (1999) - მსახიობი (დულსინეა)

ნუცას სკოლა (2000) - მსახიობი

სიყვარული და კარტოფილი (2003) - მსახიობი

შანტრაპა (2010) - მსახიობი (ბებია)