რევაზ (რეზო)   ჩხეიძე 

რეჟისორი

დ. 8.12. 1926, ქუთაისი - გ. 3.05, თბილისი

საქართველოს სახალხო არტისტი (1966). სსრკ სახალხო არტისტი (1980), სსრკ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. 2001 წელს  მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.  2010 წლის 10 აპრილს მიენიჭა მშვიდობის დესპანის წოდება. 

1943-1946 წლებში სწავლობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე (გიორგი ტოვსტონოგოვისა და დოდო ალექსიძის სახელოსნო).  1953 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწ. ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (მიხეილ რომის სახელოსნო). 1954 წლიდან    კინოსტუდია ,,ქართული ფილმის" რეჟისორია.  

1969-1973 წლებში  თბილისის ტელეფილმების სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელია. 1971-1973 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტის კინოგანყოფილებას, ხოლო 1974-1990 და 1992 -2006 წლებში კინოსტუდია "ქართული ფილმის"    დირექტორი იყო. 

  უდიდესი ღვაწლი მიუძღვის თეატრალურ ინსტიტუტში კინოხელოვნების სასწავლო კერის გახსნაში 1973წელს, ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში.  კინომცოდნეებთან ო.თაბუკაშვილსა და ე.ოკუჯავასთან ერთად დააფუძნა ნატო ვაჩნაძის სახელობის ქართული კინოს აკადემია (1994), რომლის პირველი პრეზიდენტიც თვითონ იყო. 

 ფილმოგრაფია

ბორის პაიჭაძე (დოკ. სადიპლომო,  1953) - რეჟისორი

ჩვენი სასახლე  (დოკ. 1954) - რეჟისორი, თენგიზ აბულაძესთან ერთად

ქართული ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი  (დოკ. 1954) - რეჟისორი, თენგიზ აბულაძესთან ერთად

მაგდანას ლურჯა (1955) - - რეჟისორი, თენგიზ აბულაძესთან ერთად

ჩვენი ეზო (1956) - რეჟისორი

მაია წყნეთელი (1959) - რეჟისორი

განძი (1961) - რეჟისორი

ზღვის ბილიკი (1962) - რეჟისორი

ჯარისკაცის მამა (1964) - რეჟისორი

ქერათმიანი ქალიშვილი (1968) - სცენარისტი

ღიმილის ბიჭები (1969) - რეჟისორი

ნერგები (1972) - რეჟისორი

მშობლიურო ჩემო მიწავ! (რაიკომის მდივანი, 1980) - სცენარისტი, რეჟისორი

ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი  (1989) - სცენარისტი,  რეჟისორი

მაცხოვრის საფლავზე დანთებული სანთელი (2008)  - სცენარისტი, რეჟისორი

 

იხ. რეზო ჩხეიძე. კინოს დიდ გზაზე (შემდგენელები ნანა ჯანელიძე, ნინო ნატროშვილი). თბილისი, 2011