ზურაბ ქაფიანიძე

 მსახიობი

  დაიბადა 1.04.1927, სოფელ ნაკიეთში (ონი) - გარდაიცვალა 4.07. 2011, თბილისში

  საქართველოს სახალხო არტისტი (1979), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1985  ფილმისთვის "წიგნი ფიცისა") 

  1961 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.

  1961-1964წწ. იყო ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი; 1964 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმის" მსახიობი. 

  იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (1999-2003)

 გამოცემული აქვს წიგნები:  ასეთი იყო ჩემი საქართველო (მოგონებები, მინიატურები, ჩანახატები),  თბილისი, „მერიდიანი“, 2011.   226 გვ;  ბიქილას საიდუმლო .  თბილისი, „შუმერი“, 2008. 120გვ.;  კაცობრიობის პირველი ანბანი : ძველი აღმოსავლეთის სამყაროსეულ ცივილიზაციათა სათავე  - თბილისი, "სამშობლო", 1997.  99გვ.; შუმერების ანბანი  - თბილისი, ხელოვნება, 1990.  128გვ.

 

   ფილმოგრაფია

მიხა (1964) - მსახიობი (მიხა) 

ხევსურული ბალადა ( 1965) - მსახიობი (აპარეკა) 

გიორგობისთვე (1966) - მსახიობი

ლონდრე (1966) - მსახიობი

ალოობა (1967) - მსახიობი (ბეჟანა)

დიდი მწვანე ველი (1967) - მსახიობი (ალექსანდრე)

ვედრება (1967) - მსახიობი (ზვიადაური)

ცისკრის ზარები (1967) -  მსახიობი (ჩოფე)

ტარიელ გოლუა (1968) - მსახიობი (ბეჟანა)

ჯვარცმული კუნძული (1968) - მსახიობი (სიმონა)

არ იდარდო (1969) - მსახიობი (თავადის მსახური)

მოლოდინი (1969) - მსახიობი (ექვთიმე)

ფიროსმანი (1969) - მსახიობი (უშანგი)

ღიმილის ბიჭები (1969) - მსახიობი (შალიკო)

დიდოსტატის მარჯვენა (1970) - მსახიობი (პიპა)

ფეოლა (1970) - მსახიობი (ბესიკი)

ჩემი ქალაქის ვარსკვლავი (1970) - მსახიობი (დურმიშხანი)

ჩერმენი (1970) - მსახიობი (ბერდია)

გათენების წინ (1971) - მსახიობი

გლადიატორი (1971) - მსახიობი (ოფიციანტი)

დაისი (1971) - მსახიობი (ცანგალა)

კარები (1971) - მსახიობი

ნერგები (1972) - მსახიობი (მეურმე)

ბებერი მეზურნეები (1973) - მსახიობი (მძღოლი)

მთვარის მოტაცება (1973) - მსახიობი (ლომკაც თარბა)

ქორწილი (Свадьба, რუსეთი/იუგოსლავია,1973)  - 

წკიპურტები (1973) - მსახიობი

ივანე კოტორაშვილის ამბავი (1974)  - მსახიობი (ივანე)

ერთი ნახვით შეყვარება (1975) - მსახიობი

ქალაქი ანარა (1976) - მსახიობი

მგლის ნაკვალევზე (По вольчему следу, მოლდოვეთი, 1976) - მსახიობი

Дума о Ковпаке (რუსეთი, 1976) - მსახიობი

ამაღლება (1977) - მსახიობი (ივანე) 

დაბრუნება (1977) - მსახიობი (ვაჟა)

დათა თუთაშხია (1978) - მსახიობი (ბექარ ჯეირანაშვილი),

კაპიტან ვრუნგელის ახალი თავგადასავლები (Новые приключения капитана Врунгеля, რუსეთი, 1978) - მსახიობი (უფროსი თანაშემწე ლომი)

მე მინდა თქვენი ნახვა (Ich will euch sehen, გდრ, 1978) - მსახიობი (გურამი)

მეცამეტე გოჭი (1979) - მსახიობი (კუკური)

ბუგადან ვესლამდე (От буга до Веслы,  რუსეთი, 1980) - მსახიობი (ბაქრაძე)

თბილისი - პარიზი - თბილისი (1980) - მსახიობი (ოდიშელიძე)

გამოაღეთ ფანჯრები (1981) - მსახიობი (ანტონი)

თოვლიანი ქორწილი (Снежная свадьба, რუსეთი, 1981) - მსახიობი (ლევანი)

ძველი სახლი (1981) - მსახიობი 

ბანდიტი აგურის ქარხნიდან (1983) - მსახიობი (გოგია ინსპექტორი)

დათა თუთაშხია (1983) - მსახიობი (ბექარ ჯეირანაშვილი)

წიგნი ფიცისა (1983) - მსახიობი  (პაპაი)

აქედანა და შენამდე (1984) -  მსახიობი

ქართველები ცაში (1984) - მსახიობი (მგზავრი)

ნეილონის ნაძვის ხე (1985) - მსახიობი 

ყველაზე სწრაფები მსოფლიოში (1985) - მსახიობი (მარკოზი)

ახალი არკადია (1986) - მსახიობი (ივანე)

ჩეგემური დეტექტივი („მოსფილმი“/“ქართული ფილმი“, 1986) - მსახიობი (ძროხის მეპატრონე)

შავი პრინცი აჯუბა (Черный принц Аджуба,  საბჭოთა კავშირი/ინდოეთი, 1989) - მსახიობი 

ომი და ქორწილი (2010) - მსახიობი