ნუგზარ ნოზაძე

კინოოპერატორი

დაიბადა  10.04.1949, რუსთავი.

1975 წელს დაამთავრა  ალ.პუშკინის სახელობის  თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის, მათემატიკის მასწავლებლის სპეციალობით. 1975-1978 წლებში მუშაობდა რუსთავის მე-9 საშუალო სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად. 1978-1983 წლებში დაამთავრა მოსკოვის საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის  კინოსაოპერატორო ფაკულტეტი (ლევან პაატაშვილის სახელოსნო). 1978 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმის" ოპერატორია.  ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას, არის საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

 ფილმოგრაფია

ძმა (1981) - ოპერატორი

ბილიკი (1987) - ოპერატორი

დანაშაული მოხდა (1988) - ოპერატორი

სპირალი (1990) - ოპერატორი

მერცხლები და ბეღურები (1991) - ოპერატორი

უძინართა მზე (1992) - ოპერატორი

თბილისი ჩემი სახლია (1994) - ოპერატორი

ჩონგური (მანქანის ქურდები, 1994)  - ოპერატორი

მონატრება (1995) - ოპერატორი

უნამუსო (1997) - ოპერატორი

ბალადა ჩვეულებრივ ადამიანზე (2000) - ოპერატორი

ანთიმოზ ივერიელი (2001) - ოპერატორი

მატარებელი (2001) - ოპერატორი

კავკასიელი მამაკაცები ( 2002,  გერმანია) - ოპერატორი

ორმო (2002) - ოპერატორი

კიდევ ერთი ქართული ისტორია (2003) - ოპერატორი

მარშო (2003, რუსეთი, ჩეჩნეთი) - ოპერატორი

საქართველო ჩემს გულში (2004, დოკ.) - ოპერატორი

ყავა და ლუდი (2004-2006, ტელესერიალი  TV იმედი)  - ოპერატორი

ფოლადის ბიჭები (2004, NTV)- ოპერატორი

კნუტ ჰამსუნის კავკასიური მისტერიები (2005, დოკ.)  - ოპერატორი

მიდიოდა მატარებელი (2005) - ოპერატორი

უკრაინელი პაციენტი  (2006, გერმანია-უკრაინა) - ოპერატორი

იდიოკრატია (2008) - ოპერატორი

გარიგება-2 (2011) - ოპერატორი

ხატი (2012) - ოპერატორი

ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ (2014,  საქართველო-ინგლისი)  - ოპერატორი

ლეჩხუმის განძი (2016,  საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“)   - ოპერატორი