სხვა მეზობლები (2019)

რეჟისორი: ნიკა წიკლაური

სიუჟეტი: ქალაქში, სადაც ცხოვრობ, მარტო არ ხარ. შეიძლება, ვერც ამჩნევდე, მაგრამ ამ ქალაქში შენთან ერთად გარეული ცხოველები და ფრინველებიც ცხოვრობენ.  ქალაქი იზრდება, იცვლება და ჩვენი მეზობლების საარსებო გარემოც დღითიდღე მცირდება, თუმცა ისინი მაინც ჩვენ ირგვლივ არიან. ეს არის ამბავი იმაზე, თუ როგორ ცხოვრობენ მელა, კვერნა, წავი, არწივი და სხვები თანამედროვე დედაქალაქის ბეტონის ჯუნგლებში.

ოპერატორი: გიორგი ვაწაძე

მუსიკა: დავით მალაზონია, ზვიად მღებრიშვილი

მონტაჟი: ელენე ასათიანი

ხმა: ბესო კაჭარავა, გიორგი მურღულია

პროდუსერი: ნიკა წიკლაური

ხანგრძლივობა:  37'

EcoFilms Ltd. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით