მზიანი ღამის ფერები (2007)
რეჟისორი: ნიკო (ნიკოლოზ) წულაძე
ჯილდოები: 2007. მართლმადიდებლური ფილმების II საერთაშორისო ფესტივალი (მოსკოვი). მედალი ”წმინდა ანდრიას ჯვარი”
სიუჟეტი: ტაო-კლარჯეთი ჯერ კიდევ შეუსწავლელია და უცნობია ფართო საზოგადოებისთვის.თითქმის ერთი საუკუნის მანძილზე ეს რეგიონი დახურულ სასაზღვრო ზონად ითვლებოდა. აქ გადიოდა საზღვარი ორ დაპირისპირებულ პოლიტიკურ სისტემებს შორის. საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ საქართველოსა და თურქეთს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები დამყარდა და ეს რეგიონიც ღია გახდა დანარჩენი სამყაროსთვის. ფილმი მის შესახებ მოგვითხრობს.
სცენარის ავტორი: ნიკო (ნიკოლოზ) წულაძე
ოპერატორი: ვარლამ (ვაკო) ქარჩხაძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: საბა ამირეჯიბი
მუსიკა: დავით ჭელიძე
მონტაჟი: საბა ამირეჯიბი
პროდიუსერი: ნიკო (ნიკოლოზ) წულაძე
ხანგრძლივობა: 60'
სტუდია "მარიხი"