გზა (2014)

რეჟისორი:  ნიკა წიკლაური

 

სიუჟეტი:  მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაა დარჩენილი, სადაც მომთაბარე მესაქონლეობას კვლავ მისდევენ. ერთ-ერთი მათგანი საქართველოა. ადამიანებისა და პირუტყვის მოძრაობა ზაფხულისა და ზამთრის საძოვრებს შორის სეზონურია და ბალახის ზრდით განპირობებულ მარშრუტებს მიჰყვება. მას ათასწლეულების ისტორია აქვს. სუსტები ამ გზაზე ვერ გადარჩებიან. მის გავლას ისტორიის მანძილზე დაგროვილი ცოდნის გამოყენება სჭირდება.
სცენარის ავტორები:  ნიკა წიკლაური, ჰელენ ბრედბერი
რეჟისორი:   ნიკა წიკლაური
ოპერატორები:  გიორგი ვაწაძე, მირიან შენგელაია
პროდუსერები:  ნიკა წიკლაური, ჰელენ ბრედბერი
ხანგრძლივობა:  52 წთ
ფერი: ფერადი

HD