კანონიერი ქურდები (1988)

რეჟისორი: იური კარა

ჯილდოები: 1988. კ/ფ "ოქროს დიუკი" (ოდესა) - სამი "კ"-ს პრიზი (კონიუნქტურა, კომერცია, კიჩი)

ჟანრი: კრიმინალური დრამა

სიუჟეტი: 80-იანი წლების აფხაზეთი. პატარა ზღვისპირა ქალაქში დამნაშავეთა ორი დაჯგუფების წინამძღოლი ერთმანეთს გავლენის სფეროებისთვის ებრძვის, ამ ბრძოლაში ჩართული აღმოჩნდება ერთ-ერთი წინამძღოლის საყვარელი, რიტა.

სცენარის ავტორი: იური კარა (ფაზილ ისკანდერის მოთხრობების "ბარმენი ადგური" და "ჩეგემის კარმენი" მოტივებზე)

ოპერატორი: ვადიმ სემიონოვიხ

მხატვარი: ანატოლი კოჩუროვი

მუსიკა: ჟორჟ ბიზე-როდიონ შჩედრინი

მონტაჟი: ალა მიაკოტინა

როლები: ანა სამოხინა (რიტა), ვალენტინ გაფტი (არტური), ბორის შჩერბაკოვი (ანდრეი),  ვლადიმირ სტეკლოვი (ვალოდია), ნურბეი კამკია (რიტას მამა), ზინოვი გერდტი (ადვოკატი), გია ლეჟავა (რამზესი), კახა ძაძამია (ტაქსისტი, რიტას პირველი საყვარელი)

ხანგრძლივობა: 95'

ფერი: ფერადი

ქვეყანა: რუსეთი

გორკის სახ. კინოსტუდია, შემოქმედებითი გაერთიანება "ლადია"