ქაჯანა (1941)

რეჟისორი: კონსტანტინე პიპინაშვილი

   

სიუჟეტი: ღარიბ გლეხ კიკოლას აპატიმრებენ გადასახადთა ამკრების ურჩობისთვის. მკითხავი ბაბალე ცდილობს დაიყოლიოს ოჯახი, მამასახლისს მიჰყიდოს კიკოლას კარ-მიდამო და რაკი ვერ დაითანხმებს, უბედურებას უქადის მთელ ოჯახს, აშინებს ბავშვებს ქაჯებითა და ავი სულებით.

ჭიაკოკონობის დღეს კიკოლას გოგონა, კატო ცხვრის ტყავში გადაცმული ავი სულის სახით მოეჩვენება თავის ძმას. ქაჯანა შიშისგან დამუნჯდება. ბაბალე აცხადებს, რომ ქაჯანას ავი სული დაეუფლა და მისი ხსნა მხოლოდშორეულ საყდარში დასვენებულ წმინდა გიორგის ხატს შეუძლია. პატიმრობიდან დაბრუნებული კიკოლა მთელი ოჯახით მიემგზავრება ხატზე სალოცავად, მაგრამ ხატი დუმს. ამასობაში უპატრონოდ მიტოვებული  ოჯახი ჩანაგდება, კიკოლა მზად არის მიჰყიდოს ის მამასახლისს, მაგრამ ამ გარიგებაზე სოფლის მასწავლებელი ათქმევინებს უარს. სასოწარკვეთილი კატო ჩუმად შეიპარება ეკლესიაში და ქაჯანას წმინდა გიორგის სახელით მიმართავს, შეშინებული ქაჯანა ყვირილით გამორბის ეკლესიიდან. მას მეტყველება უბრუნდება.

სცენარის ავტორები: კარლო გოგოძე, კონსტანტინე პიპინაშვილი (ნიკო ლომოურის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით)

ოპერატორი: ფელიქს ვისოცკი

მხატვრები: რევაზ მირზაშვილი, კონსტანტინე (კოტე) კვალიაშვილი

კომპოზიტორი: ალექსი მაჭავარიანი

ხმა: ბესიკ იაკობაშვილი, ვ.პოპოვი

როლები: თენგიზ ამირანაშვილი (ქაჯანა), ლეილა აბაშიძე (კატო, ქაჯანას და), ნატო ვაჩნაძე (მართა, ქაჯანას დედა), ალექსანდრე ალაზნისპირელი (კიკოლა, ქაჯანას მამა), სპარტაკ ბაღაშვილი (ვანო, სოფლის მასწავლებელი), ვერიკო ანჯაფარიძე (ბაბალე, მკითხავი), ანდრო კავსაძე (ნინიკა), ა. თაბორიძე (იასაული), დავით ძიგუა (მოხუცი), სანდრო კანდელაკი (ზაქრო), ზაალ ტერიშვილი (მღვდელი), ვლადიმერ (ლადო) გვიშიანი (ქადაგი), ჩიტოლია ჩხეიძე (ვანოს და), ირაკლი ნიჟარაძე (მწერალი), პეტრე მორსკოი (ჩაფარი), თამარ დათუაშვილი, ვახტანგ ნინუა, ალეანდრა ხოფერია

ხანგრძლივობა: 70'

ფერი: შავ-თეთრი

"თბილისის კინოსტუდია"

 

 ოცდახუთი წლის „ქაჯანა“ -  „ლიტერატურული საქართველო“, 17 თებერვალი, 1967 წელი