ცისკარა (1955)

Волшебная свирель

რეჟისორი: სერგო ჭელიძე

         

ჟანრი:  ზღაპარი

სიუჟეტი: ბოროტი ჯადოქარი ხელთ იგდებს ჯადოსნურ სალამურს, რომელიც ხალხს მასთან ბრძოლაში ეხმარებოდა. სოფელს თავს საშინელი უბედურება დაატყდება: უწყლობით ხმება ყველაფერი. ჯადოქართან მებრძოლი გმირი სიკვდილის წინ თავის შვილს - ცისკარას ანდერძად უტოვებს გააგრძელოს ჯადოქართან ბრძოლა. გადის წლები. ცისკარა მამაცი მეომარი დგება. ის შეეცდება შეაღწიოს ჯადოქრის სამფლობელოში და დაუბრუნოს ხალხს ჯადოსნური სალამური. ბევრი განსაცდელის შემდეგ ცისკარა თავის შეყვარებულთან, მზეთუნახავ მზიასთან და ერთგულ მეგობარ ბადრისთან ერთდ ამარცხებს ბოროტ ჯადოქარს.  

სცანარის ავტორი:  კოტე მიქაბერიძე

ოპერატორი: ბორის ბურავლიოვი

კომპოზიტორი: რევაზ ლაღიძე

მხატვრები: ფარნაოზ ლაპიაშვილი, იოსებ სუმბათაშვილი

ხმა: ვლადიმერ დოლიძე

მონტაჟი: ვასილ დოლენკო

როლები: თეიმურაზ ტოგონიძე (ცისკარა), დოდო ჭიჭინაძე (მზია), გოჩა აბაშიძე (ბადრი), ნინო კაკაბაძე (ცისკარას დედა), ეთერ ჟორდანია (თეკლე), გიორგი შავგულიძე (ჯადოქარი), ვიქტორ ჭანკვეტაძე (კუდიანი), კოტე დაუშვილი (დევი), აკაკი კვანტალიანი (დევი), ალექსანდრე გომელაური (დევი), მიხეილ ჩიხლაძე (შავი ვეზირი), იაკობ ტრიპოლსკი (ლურჯი ვეზირი), მავრ პიასეცკი (მწვანე ვეზირი)

ხანგრძლივობა: 77'

ფერი: ფერადი

 

კ/ს "ქართული ფილმი"